თსუ-ის მე-6 კორპუსის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა-სასწავლო კორპუსში ათწლეულების განმავლობაში რეაბილიტაცია არ ჩატარებულა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე6 კორპუსი, რომელიც ჰუმანიტარულ ფაკულტეტს ეკუთვნის, შენობის დიდი ნაწილი ავარიული იყო, მასზე სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე ათწლეულია არ განხორციელებულა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გასულ წელს დაიწყო და რამდენიმე დღის წინ დასრულდა კორპუსის ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სრულად გამოიცვალა კარ-ფანჯარა, შეიცვალა კონდიცირებისა და წყალარიდების სისტემა, დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის სახანძრო უსაფრთხოების სისტემა.
შეგახსენებთ, რომ თსუ-ს ინფორმაციით მალე დაიწყება კიდევ ერთი კორპუსის მშენებლობა, სადაც ადმინისტაცია განთავსდება.