თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალი ადმინისტრასიულ კორპუსს აშენებს
თსუ-ს ახალ ადმინისტრაციულ შენობას აშენებს, რომელიც პირველ და მეორე სასწავლო კორპუსების მიმდებარედ განთავსდება. თანამედროვე სტანდარტების სასწავლო-ადმინისტრაციული დანიშნულების კორპუსში მოეწყობა სტუდენტური სივრცეები.
„კონკურსის შედეგად წარმოდგენილი 8 პროექტიდან არქიტექტორების, ხელოვნებათმცოდნეებისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან შემდგარი კომისია შეარჩევს გამარჯვებულ პროექტს, რომელიც ფუნქციურად და ვიზუალურად დააკმაყოფილებს ახალი კორპუსის დანიშნულებას, არ შეცვლის თსუ-ის პირველი და მეორე კორპუსების ისტორიულად ჩამოყალიბებულ ლანდშაფტს. საპროექტო კონცეფციაში გათვალისწინებული უნდა იყოს ტერიტორიის ისტორიულ-არქიტექტურული კონტექსტი და მახასიათებლები.
მიმდინარე წლის 30 იანვარს დასრულდა პროექტების წარმოდგენის პროცედურები. 31 იანვრიდან პროექტების გაცნობისა და შეფასებისთვის თსუ-ის პირველ კორპუსში გამოიფინა რვა არქიტექტურული კომპანიის მიერ შექმნილი პროექტები“, – ნათქვამია თსუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.