როგორი იქნება თსუ-ს ახალი კორპუსი, რომლის მშენებლობაც იგეგმება
თსუ პირველი და მეორე კორპუსების მიმდებარედ ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა იგეგმება, ეს ინფორმაცია, თავად უნივერსიტეტმა გაავრცელა. როგორი იქნება ხალი კორპუსი, უნივერსიტეტმა პროექტი წარადგინა.
„კონკურსის შედეგად წარმოდგენილი 8 პროექტიდან არქიტექტორების, ხელოვნებათმცოდნეებისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან შემდგარი კომისია შეარჩევს გამარჯვებულ პროექტს, რომელიც ფუნქციურად და ვიზუალურად დააკმაყოფილებს ახალი კორპუსის დანიშნულებას, არ შეცვლის თსუ-ის პირველი და მეორე კორპუსების ისტორიულად ჩამოყალიბებულ ლანდშაფტს. საპროექტო კონცეფციაში გათვალისწინებული უნდა იყოს ტერიტორიის ისტორიულ-არქიტექტურული კონტექსტი და მახასიათებლები “, – ნათქვამია ინფორმაციაში.