წყნეთში, დაზიანებული საფარის განახლება დადიანისა და ევროპის ქუჩებზე მიმდინარეობს
დედაქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაში შედის, მანამ სანამ თბილისელები დედაქალაქიდან გასული არიან, თბილისის მერია გზების მოწესრიგებას ზაფხულის დასრულებამდე ასწრებს.
ამ დროისთვის წყნეთში საგზაო სამუშაოები ხორციელდება. გზის დაზიანებული საფარის განახლება დადიანისა და ევროპის ქუჩებზე მიმდინარეობს. მთლიანობაში, სარეაბილიტაციო არეალი 3 100 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს. სამუშაოებს, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრი“ აწარმოებს.
აღსანიშნავია, რომ წყნეთში, ასფალტის საფარის განახლებასთან ერთად, რამდენიმე ქუჩაზე მოეწყო სანიაღვრე ქსელებიც.