რა ბედი ელის წყალტუბოში მდებარე სანატორიუმებს „იმერეთსა“ და „რკინიგზელს“

დაუბრუნდება თუ არა წყალტუბო ძველ დიდებას ძნელი სათქმელია, ყველაფერი ალბათ ისე აღარ იქნება, როგორც დიდი ხნის წინათ, თუმცა უნდა ითქვას, რომ კურორტს დიდი პოტენციალი აქვს ისევ თქვას თავისი სიტყვა არა მხოლოდ რეგიონში არამედ მსოფლიო მასშტაბით, თუმცა ამ ყველაფერთან გვაშორებს დრო და რაც მთავარია უზარმაზარი ფინანსები, რომელიც კურორტის ჯერ აღდგენასა და შემდეგ განვითარებას სჭირდება.

რა ბედი ელის წყალტუბოში მდებარე სანატორიუმებს „იმერეთსა“ და „რკინიგზელს“

სწორეს აგსადგენად და ძველი ფუნქიის დასაბრუნებლად, წლების მანძილზე უფუნქციოდ დარჩენილი სანატორიუმები “იმერეთი” და “რკინიგზელი” აუქციონზე გასაყიდად გამოიტანეს, თუმცა აუქციონი არ შედგა, რადგან მასში მონაწილეობა არავის მიუღია. ამ ყველაფერზე ალბათ ერთადერთი პასუხი არსებობს, ძველი სანატორიუმები ფაქტობრივად თავიდანაა ასაშენებელი, რაც არც თუ ისე მარტივი პროცესია.

ცნობისთვის, ქონების ეროვნულმა სააგენტომ 7 ივნისს წყალტუბოში მდებარე ყოფილი სანატორიუმი „იმერეთი“ აუქციონზე გასაყიდად 5 135 000 ლარად გამოიტანა. საინვესტიციო პირობების მიხედვით, ტერიტორიაზე სულ მცირე 120-ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა მოწყობილიყო, რისთვისაც არანაკლებ 9 273 600 ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო.

ამასთანავე, 7 ივნისს აუქციონზე 3 124 500 ლარად გამოიტანეს გასაყიდად სანატორიუმი „რკინიგზელი“. პირობების მიხედვით, ტერიტორიაზე მინიმუმ 80-ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა მოწყობილიყო, რისთვისაც ინვესტიციის ოდენობა 9 373 500 ლარით იყო განსაზღვრული.

შეგახსენებთ, წყალტუბოს კურორტის აღდგენისა და განვითარების კონცეპტუალური გეგმის ფარგლებში, საჭირო ინვესტიციების მოსაზიდად, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბიზნეს სექტორს წყალტუბოს 14 ყოფილი სანატორიუმის საპრივატიზებო პაკეტი წარუდგინა, რომელთა ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენს.