თბილისში, მუხიანის აგარაკებსა და ფონიჟარალაში წყალარინების ცენტრალური ქსელი მოეწყობა

დედაქალაქის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარი დაიხარჯება, მუხიანის აგარაკებსა და ფონიჭალის დასახლებაში წყალარინების ქსელის მოსაწყობად.

თბილისში, მუხიანის აგარაკებსა და ფონიჟარალაში წყალარინების ცენტრალური ქსელი მოეწყობა

დედაქალაქის მერის ინფორმაციით წყალარინების ქსელი მუხიანის აგარაკებზე მოეწყობა და ქსელზე 270 ოჯახი დაერთდება.

ასევე მოეწყობა წყალარინების ქსელი ფონიჭალის დასახლებაში – ერეკლეს ქუჩაზე, ერეკლეს პირველ შესახვევში, გულბანის ქუჩის დარჩენილ ნაწილში, აფხაზეთის ქუჩის მეორე შესახვევსა და აფხაზეთის ქუჩის დანარჩენ ნაწილში. ამ შემთხვევაში, ცენტრალურ ქსელზე 130-მდე ოჯახი დაერთდება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ უბნებზე წყალმომარაგება დიდ პრობლემას წარმოადგენდა.