წყალტუბოს სანატორიუმები გასაყიდად აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანეს
იმერეთში ერთ დროს უმნიშვნელოვანესი კურორტი, კვლავ ბედის ანაბარაა, უკვე მეორედ იმართება აუქციონი სადაც სანატორიუმები “იმერეთი” და “რკინიგზელი” უნდა გაიყიდოს.
სახელმწიფო ქონებას, ქონების ეროვნული სააგენტო ყიდის. სანატორიუმი “იმერეთი” აუქციონზე 5 135 000 ლარად იყიდება. საინვესტიციო პირობის მიხედვით, ტერიტორიაზე 120 ნომრიანი სასტუმრო უნდა განთავსდეს, რაც შეეხება “რკინიგზელს” მისი ღირებულება, 3 124 500 ლარია და მასში 80 ნომრიანი სასტუმრო უნდა განთავსდეს.
შეგახსენებთ რომ აღნიშნულ სახელმწიფო ქონებაზე, ივნისში გამოცხადებული აუქციონი ჩაიშალა, რადგან მასში მონაწილეობა არავინ მიიღო.