ცისფერი მთები ანუ ტიანშანი? “მოგკლავს, მოშორდი!”-ამ სათაურით გავრცელებულ ფოტოს სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა
რას არ გადავაწყდებით ხოლმე დედაქალაქის დხვადასხვა უბანში, ხშირად ღიმილსაც კი იწვევს ესა თუ ის უცნაურობა, თუმცა ვერ ვიტყვით იგივეს, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე სადაც დენი სადენი საბავშვო ბაღის შესასვლელთან შეფუთვის გარეშე იყო დატოვებული, ფოტოს ავტორი აღნიშნულზე პატარა ისტორიას გვიყვება.
“ცისფერი მთები ანუ ტიანშანი?
მოგკლავს, მოშორდი! – კიდევ კარგი, ვიღაც უცნობმა დამიყვირა. ლამის გამოვედე ამ სადენებს დღეს.
მეგობრებო, ბაგა-ბაღის წინ ხდება ეს!
დავრეკე მერიაში. უხეშად მიპასუხეს, მაგრამ კარგია, რომ მონაცემები მაინც ჩაიწერეს. თუმცა რად გინდათ? თბილსერვისისთვის გადაუციათ ეს ინფორმაცია. თბილსერვისი კი მე მირეკავს, ჩვენ ეს არ გვეხებაო თელასში დარეკეო, დავრეკე თელასში , გავაგებინე, ამასობაში გავიდა 15-20 წუთი სანამ გაერკვეოდნენ თუ ვის ეხებოდა ეს მკვლელი კაბელი
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?!
დღეს მე გადავრჩი. გუშინ სხვა ვერ გადარჩა ხვალ რა იქნება, თქვენ უპასუხეთ.
პოსტის ავტორი: სიკვდილსგადარჩენილი იღბლიანი მოქალაქე.”-წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში.
აღნიშნულ პოსტს თბილსერვის ჯგუფიც გამოეხმაურა, კომპანიის განმარტებით პრობლემა აღმოიფხვდა და სადენს დენი არ მიეწოდებოდა.