თბილისში, რუსთაველის გამზირზე N54-ში ე.წ. ცისფერ მაქმანებიანი სახლის რეაბილიტაცია იწყება
ე.წ. გაბაშვილების ცისფერ მაქმანიან სახლს, რომელიც რუსთაველის გამზირზე N54-ში მდებარეობს, რეაბილიტაცია ჩაუტარდება. შენობა, რომელიც თბილისური არქიტექტურის ერთ-ერთ მარგალიტად ითვლება განუმეორებელია, რადგან მისი მსგავსი არათუ თბილისში არამედ არსად არ მოიძებნება.
შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს 1897 წლით თარიღდება. მისი იერ-სახის შესანარჩუნებლად და გასაახლებლად 274 815 ლარი დაიხარჯება. პროექტის ფარგლებში შენობის ფასადისა და ღობის რეაბლიტაცია განხორციელდება. ასევე,დაგეგმილია მის მომიჯნავედ, ეკატერინე გაბაშვილის ქ. N6-ში არსებული კედლის გასუფთავების სამუშაოები.