ცის ვაზი ძველ თბილისში – აივნებზე მოხვეული იასამნისფერი გლიცინიები ბადრი ვადაჭკორიას ობიექტივში
ძველ თბილისში ვაზი აივნებზე, ისეთივე სიმბოლურია, როგორც თავად ძველი ქალაქის აივნიანი სახლები. ასეთივე ძველია "ცის ვაზის" იგივე გლიცინიების ისტორია, რომელიც ძველი ქალაქის იერსახეს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის. ხის აივნებზე მჭიდროდ მოხვეული და აყვავებული "ცის ვაზი" ფოტოგრაფმა ბადრი ვადაჭკორიამ აღბეჭდა და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
გასაოცარი ფოტოები, ლეონიძის 8 ნომერსა და არსენას ქუჩაზეა გადაღებული.