აშენდება თუ არა ცირკთან 5 ცათამბჯენი და რას სთხოვს სამშენებლო კომპანია თბილისის მერიას
თბილისში ახალი 5 ცთამბჯენის აშენება იგეგმება. პროექტი თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში კომპანია შპს სითი ცენტრი 2-მა წარადგინა.
მერიისთვის წარდგენილი პროექტის მიხედვით სამშენებლო კომპანია თბილისის მერიას სთხოვს, რომ ტერიტორიის განვითარება მოხდეს სრულად საზოგადოებრივ საქმიანი ზონის დანიშნულებით, ადგილზე საცხოვრებელი და კომერციული ობიექტების განთავსების მიზნით. კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, ადგილზე დაგეგმილია 5 მაღლივი შენობის აშენება, რომელთა მაქსიმალური სიმაღლე იქნება 210მ. ხუთივე შენობისთვის მოეწყობა ერთიანი პედესტალი, რომელიც განვითარდება კომერციული ფუნქციით. ტერიტორია 59 ჰექტარს მოიცავს.
როგორც ტერიტორიის განვითარების გეგმაში ვკითხულობთ, დღეის მდგომარეობით, განახლებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით საპროექტო ტერიტორიაზე ვრცელდება რეკრეაციული ზონა 2, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა, სატრანსპორტო ზონა 1 და რეკრეაციული ზონა 1. ამასთან, შეზღუდვების მიხედვით არეალს ფარავს ისტორიული ნაწილის დამცავი ზონები, ისტორიული განაშენიანების რეგულირების ზონა, ჯიხურების აკრძალვა და გარე ვაჭრობის შეზღუდვის არეალი.
დააკმაყოფილებს, თუ არა დედაქალაქის მერია სამშენებლო კომპანიის პროექტს ჯერ-ჯერობით უცნობია.