ციხისძირში „პეტრა სი რეზორტის“ სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი 2025 წლის ბოლოსკენ დასრულდება
„პეტრა სი რეზორტის“ პროექტში რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
კომპლექსი 42 შენობას მოიცავს, რეზორტის ცენტრალურ შენობაში 150 ნომრიანი 5 ვარსკვლავიანი ბრენდული სასტუმრო განთავსდება. პროექტის გამორჩეული არქიტექტურის მქონე და ყველაზე მაღალ 54 სართულიან შენობას კი 1000 ბრენდული რეზიდენცია დაიკავებს.
რეზორტის მხოლოდ 30%-ზე განთავსდება შენობები, ხოლო კომპლექსის მთლიანი ფართის 70%-ს ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული ზონები დაიკავებს. აქვე აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში კომპლექსი ენერგოეფექტურობის პრინციპებზე დაფუძნებული სივრცე იქნება, რომლის დიდი ნაწილს რეკრეაციული ზონები დაიკავებს.