სატრანსპორტო კოლაფსი, შეწუხებული მოსახლეობა, წვიმიან ამინდებში ფეხით გადაადგილება კი განსაკუთრებით გაუსაძლისი, მტვერი, დაბინძურებული ჰაერი, რეაბილიტაციის გამო ამოთხრილ ორმოში ჩავარდნილი ადამიანი, დაზიანებული ავტომობილები, გამსკდარი წყლის მილები, კონტრაქტორ კომპანიებთან შეწყვეტილი ხელშეკრულებები - დიახ, ეს ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული გამზირია, სადაც სულ რამდენიმე თვის წინ რეაბილიტაცია მიმდინარეობდა და შედეგად მთელი თბილისი პარალიზებული იყო.

საუბარია აკაკი წერეთლის გამზირზე, რომელსაც საფუძველი ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში თბილისის ჩრდილოეთ განაპირა დასახლების, დიდუბის, გაჩენის შემდეგ ჩაეყარა. XIX საუკუნის 20-იან წლებში აქ გადიოდა გზა ვიურტემბერგელ გერმანელთა დასახლება ალექსანდერდორფამდე სახელწოდებით – „გზა გერმანელთა კოლონიაში“. XIX საუკუნის შუა ხანებში აქ დასახლდნენ მოლოკნები, რომლებიც რუსეთის იმპერიის ცენტრალური რაიონებიდან ჩამოვიდნენ. 1872 წელს, თბილისი– ფოთის რკინიგზის გაყვანის შემდეგ, აქ ძირითადად რკინიგზის მუშები დასახლდნენ, შემდეგ – ტრამვაელები. თბილისის 1867 და 1900 წლების გეგმების მიხედვით, აკაკი წერეთლის გამზირის დასაწყისი ეჭირა ელისაბედის, ახლანდელ წინამძღვრიშვილის ქუჩას, რომელიც თანდათან ჩრდილოეთით გაიზარდა. 30-იან წლებში კი ბრძოლის ქუჩა დაერქვა.

დიდუბის ინტენსიური განაშენიანების შედეგად წარმოიქმნა პროსპექტი, რომელსაც 1958 წელს აკაკი წერეთლის სახელი მიენიჭა.
ეს არის დიდუბის რაიონის ძირითადი მაგისტრალი, რომლიც სიგრძე დაახლოებით 3,8 კმ-ია, მიემართება მტკვრის პარალელურად და უერთდება შოთა შალიკაშვილის, ყოფილი დიდუბის ხიდს, რომელიც ამ რაიონს დიღომთან აკავშირებს.

60-იან წლებში დაიწყო გამზირის გაფართოება-რეკონსტრუქცია. ძირითადად განაშენიანებულია რვასართულიანი საცხოვრებელი სახლებით. გამზირზეა სააქციო საზოგადოება „თბილქალაქმშენი“, შპს „სამთო ქიმია“, შპს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, ეროვნული სტადიონი, დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი, საგამოფენო ცენტრის — „ექსპოჯორჯიის“ პავილიონები.

წერეთლის რეაბილიტაციის ქრონიკა – რა ეტაპები გაიარა თბილისის ერთ-ერთმა ყველაზე დატვირთულმა გამზირმა

თბილისის მერიამ, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამზირის რეაბილიტაცია 2023 წლის 19 აპრილს დაიწყო. ამ პერიოდში ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს 3,5 კილომეტრიან მონაკვეთზე მთლიანად უნდა შეეცვალათ მიწისქვეშა კომუნიკაციები, ასევე მოეწყოთ გაზმომარაგებისა და სანიაღვრე ქსელები.
პროექტის თანახმად, სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან ასარიდებლად წერეთლის გამზირზე სამუშაოები ჯერ გზის მარცხენა ნაწილზე უნდა დაწყებულიყო, ავტომობილები კი გადაადგილებას ორმხრივად გზის მარჯვენა ნაწილზე შეძლებდნენ. წერეთლის სრული განახლებისთვის ბიუჯეტიდან 28 მილიონ 400 ათასი ლარი გამოიყო. გამზირის განახლება კი 2024 წლის იანვრის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო.

წერეთლის რეაბილიტაციის ქრონიკა – რა ეტაპები გაიარა თბილისის ერთ-ერთმა ყველაზე დატვირთულმა გამზირმა
წერეთლის რეაბილიტაციის ქრონიკა – რა ეტაპები გაიარა თბილისის ერთ-ერთმა ყველაზე დატვირთულმა გამზირმა

როგორ განვითარდა პროცესები? – 16 იანვარს ცნობილი გადხა, რომ თბილისის მერიამ კონტრაქტი შეუჩერა ორ კომპანიას: შპს “ერ ტე დესა” და შპს “მილენიუმ ბილდერს გრუპს”, რომელთაც პროექტის რეაბილიტაცია იანვრის ბოლომდე უნდა დაესრულებინათ.

მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, კომპანიები, რომლებიც რეაბილიტაციას აწარმოებდნენ, “არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოებისთვის” ხელშეკრულებებში არსებული წესის თანახმად, დაჯარიმდებოდნენ.

ირაკლი ბენდელიანმა ისიც აღნიშნა, რომ კომპანიებთან კონტრაქტის გაწყევტის მიზეზი გარკვეული სახის დარღვევების გამო მოხდა, მათ შორის: “ვადების გადაცილება, გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენა, ასევე, იყო უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, რომლის გამოსწორებაც მოუწევთ შემსრულებელ კომპანიებს”.

ასევე, მერიაში ამბობდნენ, რომ წერეთლის გამზირზე მომუშავე კომპანიებთან კონტრაქტის გაწყვეტის მიუხედავად, წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოები დათქმულ ვადაში, იანვრის ბოლოს დასრულდებოდა.

წერეთლის რეაბილიტაციის ქრონიკა – რა ეტაპები გაიარა თბილისის ერთ-ერთმა ყველაზე დატვირთულმა გამზირმა

თბილისის მერია საკუთარი ლაბორატორიიდან მიღებულ დასკვნებზე დაყრდნობით აღნიშნავდა, რომ წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები უხარისხოდ მიმდინარეობდა. დოკუმენტში იკვეთებოდა, რომ კონტრაქტორი კომპანიების პირობებში უცნობი იყო, თუ როდის დასრულდებოდა სამუშაოები.

“ობიექტზე პერიოდულად ჩატარებული ინსპექტირებების შედეგად ნათლად გამოჩნდა, რომ ზემოაღნიშნული სამუშაოები არ მიმდინარეობდა. დაფიქსირებული იქნა, ხელშეკრულების პირობების არაერთი დარღვევა, როგორც ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლის (ინსპექტირება) განმახორციელებელი პირებისგან, ასევე ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი პირებისგანაც. კერძოდ, ინსპექტირების აქტებით დადასტურებულია სამუშაოების არ წარმოების შემთხვევები, წარმოდგენილ გეგმა-გრაფიკთან მიმართებაში ჩამორჩენა”, – წერია თბილისის მერის, კახა კალაძის გამოცემულ ოფიციალურ დოკუმენტში, რომელიც 2024 წლის 15 იანვრით არის დათარიღებული.

მეორე დღეს, 17 იანვარს მერიამ, სანაცვლოდ, 4 კომპანია დაიქირავა. ესენი იყვნენ: “ენკო”, “პარმა”, “ჯეო გრუპი” და “ბლექ სი გრუპი”.

წერეთლის რეაბილიტაციის ქრონიკა – რა ეტაპები გაიარა თბილისის ერთ-ერთმა ყველაზე დატვირთულმა გამზირმა

საკითხს მოსახლეობის მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა ამავე დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ეს პროცესები პროექტის სრულყოფილად დასრულებას ხელს არ შეუშლიდა.

“წერეთელზე სამუშაოები დავიწყეთ აპრილის ბოლოს და მოსახლეობას შევპირდით, რომ იანვრის ბოლოს საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად იქნებოდა აღდგენილი. სამუშაოები მასშტაბურია, ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ გზის მოფრეზვით, ახალი გზის დაგებით, მინდა, რომ ფუნდამენტურად განვახორციელოთ ცვლილებები ყველა იმ პროექტში, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურით შევდივართ.

დავიწყეთ მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც ეს გამზირი არსებობს, ამ მასშტაბის სამუშაოები არ ჩატარებულა. თუმცა ამ სამუშაოების პროცესში იყო პრობლემები, ეს არახალია, რადგან კომპანიები ძალიან ხშირად ვერ ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს. ამჯერადაც გვქონდა ასეთი ფაქტი და მოგვიწია, დავმშვიდობებოდით იმ ორ კომპანიას, რომლებიც მუშაობდნენ. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოები იანვრის ბოლოს უნდა იყოს დასრულებული. ეს კომპანიები ვერ ეტეოდნენ ვადებში, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მოგვმართეს ამ კომპანიებმა ვადის გადაწევაზე, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. აქ არ არის საუბარი საბოლოო ვადის გადაწევაზე, იანვარი ძალაში იყო ყოველთვის, შიდა ვადებზეა საუბარი. უკვე ვხედავდით, რომ არის პრობლემები ვადებზე, ხარისხზეც იყო პრობლემები, თუმცა ამის გამოსწორება პროცესში ხდება. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დავემშვიდობოთ ამ კომპანიებს, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია, აღნიშნული პროექტი დასრულდეს იანვარში და მოძრაობა აღდგეს. ახლა მიმდინარეობს კომპანიების შერჩევა. მთლად რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა, მე, ჩემს მოადგილეებს, ჩვენს თანამშრომლებს, წერეთელზე საგზაო სამუშოები იანვრის ბოლოს უნდა იყოს დამთავრებული. ეს პირობა აუცილებლად შესრულდება“, – განაცხადა კალაძემ.

პირობა ნამდვილად შესრულდა და 2024 წლის პირველ თებერვალს, თბილისის მოქალაქეებმა ნაწილობრივ განახლებული წერეთლის გამზირიც იხილეს.

წერეთლის რეაბილიტაციის ქრონიკა – რა ეტაპები გაიარა თბილისის ერთ-ერთმა ყველაზე დატვირთულმა გამზირმა
წერეთლის რეაბილიტაციის ქრონიკა – რა ეტაპები გაიარა თბილისის ერთ-ერთმა ყველაზე დატვირთულმა გამზირმა
წერეთლის რეაბილიტაციის ქრონიკა – რა ეტაპები გაიარა თბილისის ერთ-ერთმა ყველაზე დატვირთულმა გამზირმა

შედეგად, დასრულდა გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია და აღდგა საავტომობილო მოძრაობა. თბილისის მერმა აღნიშნა, რომ დარჩენილი სამუშაოები მარტში დასრულდებოდა.

“არ მინდა შეცდომაში შევიდეს საზოგადოება და იფიქროს, რომ პროექტი მთლიანად დასრულდა. აქ საგზაო ნაწილზე იყო ლაპარაკი. პარალელურად მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობა, გამწვანების სამუშაოები. რაც შეეხება გარე განათების ბოძებს, გამზირის ერთ მხარეს დამონტაჟებულია, ხოლო მეორე მხარეს მიმდინარეობს აღნიშნული სამუშაოები.

გარდა ამისა, ეზოებში შესასვლელები მოწესრიგდება, დაიგება ასფალტი, გზა დაიხაზება, ახალი შუქნიშნები დაყენდება. ყველაფერი გაკეთდება ისევე, როგორც სხვა გამზირების შემთხვევაში. ძალიან ლამაზი გამზირი იქნება, როდესაც მარტში მთლიანად დასრულდება სამუშაოები”, – განაცხადა კახა კალაძემ, რომელიც წერეთლის გამზირზე იყო მისული.

წერეთლის რეაბილიტაციის ქრონიკა – რა ეტაპები გაიარა თბილისის ერთ-ერთმა ყველაზე დატვირთულმა გამზირმა

3 აპრილს კი აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი დასრულდა:

წერეთლის რეაბილიტაციის ქრონიკა – რა ეტაპები გაიარა თბილისის ერთ-ერთმა ყველაზე დატვირთულმა გამზირმა
წერეთლის რეაბილიტაციის ქრონიკა – რა ეტაპები გაიარა თბილისის ერთ-ერთმა ყველაზე დატვირთულმა გამზირმა
წერეთლის რეაბილიტაციის ქრონიკა – რა ეტაპები გაიარა თბილისის ერთ-ერთმა ყველაზე დატვირთულმა გამზირმა
წერეთლის რეაბილიტაციის ქრონიკა – რა ეტაპები გაიარა თბილისის ერთ-ერთმა ყველაზე დატვირთულმა გამზირმა
წერეთლის რეაბილიტაციის ქრონიკა – რა ეტაპები გაიარა თბილისის ერთ-ერთმა ყველაზე დატვირთულმა გამზირმა
წერეთლის რეაბილიტაციის ქრონიკა – რა ეტაპები გაიარა თბილისის ერთ-ერთმა ყველაზე დატვირთულმა გამზირმა
წერეთლის რეაბილიტაციის ქრონიკა – რა ეტაპები გაიარა თბილისის ერთ-ერთმა ყველაზე დატვირთულმა გამზირმა

ჩატარებული რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის სამუშაოები მოიცავდა: მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლებას, საჰაერო სადენების მიწისქვეშ განთავსებას, ტროტუარების, უსაფრთხოების კუნძულების, გარე განათების ქსელისა და ასფალტის საფარის მოწყობას, ლედ ლამპიონების მონტაჟს, მოსაცდელებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლების მოწყობას, მიწისქვეშა ურნების განთავსებას. ამჟამად კი საგაზაფხულო გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს.

წერეთლის რეაბილიტაციის ქრონიკა – რა ეტაპები გაიარა თბილისის ერთ-ერთმა ყველაზე დატვირთულმა გამზირმა
წერეთლის რეაბილიტაციის ქრონიკა – რა ეტაპები გაიარა თბილისის ერთ-ერთმა ყველაზე დატვირთულმა გამზირმა
წერეთლის რეაბილიტაციის ქრონიკა – რა ეტაპები გაიარა თბილისის ერთ-ერთმა ყველაზე დატვირთულმა გამზირმა
წერეთლის რეაბილიტაციის ქრონიკა – რა ეტაპები გაიარა თბილისის ერთ-ერთმა ყველაზე დატვირთულმა გამზირმა
წერეთლის რეაბილიტაციის ქრონიკა – რა ეტაპები გაიარა თბილისის ერთ-ერთმა ყველაზე დატვირთულმა გამზირმა
წერეთლის რეაბილიტაციის ქრონიკა – რა ეტაპები გაიარა თბილისის ერთ-ერთმა ყველაზე დატვირთულმა გამზირმა
წერეთლის რეაბილიტაციის ქრონიკა – რა ეტაპები გაიარა თბილისის ერთ-ერთმა ყველაზე დატვირთულმა გამზირმა
წერეთლის რეაბილიტაციის ქრონიკა – რა ეტაპები გაიარა თბილისის ერთ-ერთმა ყველაზე დატვირთულმა გამზირმა
წერეთლის რეაბილიტაციის ქრონიკა – რა ეტაპები გაიარა თბილისის ერთ-ერთმა ყველაზე დატვირთულმა გამზირმა

აღსანიშნავია ისიც, რომ აპრილის დასაწყისში წერეთლის გამზირზე ზონალურ-საათობრივი პარკირებაც ამოქმედდა. წერეთლისა და მიმდებარე ქუჩებზე 1 400-მდე საპარკინგე ადგილია მონიშნული. საათობრივი ღირებულება ერთი ლარია, თუმცა, შშმ პირებისთვის, ელექტრომანქანებისთვის და A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის ზონალურ-საათობრივი პარკირების გამოყენება უფასოა. პარკირებით უფასოდ სარგებლობენ ასევე, წერეთლის გამზირზე მცხოვრები ის პირები, ვინც რეგისტრაცია წინასწარ გაიარა.

წერეთლის რეაბილიტაციის ქრონიკა – რა ეტაპები გაიარა თბილისის ერთ-ერთმა ყველაზე დატვირთულმა გამზირმა
წერეთლის რეაბილიტაციის ქრონიკა – რა ეტაპები გაიარა თბილისის ერთ-ერთმა ყველაზე დატვირთულმა გამზირმა
წერეთლის რეაბილიტაციის ქრონიკა – რა ეტაპები გაიარა თბილისის ერთ-ერთმა ყველაზე დატვირთულმა გამზირმა
წერეთლის რეაბილიტაციის ქრონიკა – რა ეტაპები გაიარა თბილისის ერთ-ერთმა ყველაზე დატვირთულმა გამზირმა

წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია ამით დასრულდა, თუმცა სატრანსპორტო კოლაფსს დასასრული არ უჩანს.