თბილისში “ჰოტელ ჰაბი”, “ცენტრალ პარკ თაუერსი” აშენდება – ინვესტიცია $300 მილიონია

ხელშეკრულება, “ორბი ჯგუფს”, “ბლოკ ჯორჯიასა” და საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორ - “რედისონ ბლუს” შორის გაფორმდა.

თბილისში “ჰოტელ ჰაბი”, “ცენტრალ პარკ თაუერსი” აშენდება – ინვესტიცია $300 მილიონია
თბილისში “ჰოტელ ჰაბი”, “ცენტრალ პარკ თაუერსი” აშენდება – ინვესტიცია $300 მილიონია
თბილისში “ჰოტელ ჰაბი”, “ცენტრალ პარკ თაუერსი” აშენდება – ინვესტიცია $300 მილიონია

კომპანიების პარტნიორობის ფარგლებში “ცენტრალ პარკ თაუერსი”, 1500-ნომრიანი 25-ი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ჰაბია, სადაც 150 ნომერზე ოპერირებას “რედისონ ბლუ” განახორციელებს. პროექტის მშენებლობა 12 თვეა აქტიურად მიმდინარეობს და დღემდე უკვე 40 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. “ცენტრალ პარკ თაუერსის” ჯამური საინვესტიციო ღირებულება კი, 300 მილიონ დოლარს შეადგენს.

ცენტრალ პარკ თაუერსის მშენებლობის პროცესში 2 000-მდე ადამიანია დასაქმდება. როგორც ორბი ჯგუფის წარმომადგენლები ამბობენ, კომპლექსის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კიდევ დამატებით 2 500 სამუშაო ადგილი შეიქმნება, რომლებიც ძირითადად ადგილობრივი კადრებით დაკომპლექტდება. პროექტის სამშენებლო სამუშაოები 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება და პარკ თაუერსი პირველ სტუმრებს 2025 წლის მაისში მიიღებს.

ალექსანდრე ყაზბეგის N22 – ასეთია ახალი კომპლექსის მდებარეობა დედაქალაქში, თბილისის ცენტრალური პარკიდან 200 მეტრის მანძილზე.