როდის გადაეცემათ ბინები “ცენტრ-პოინტით“ დაზარალებულ 200 ოჯახს

კომპანია „არქი“ „ცენტრ პოინტის“ მშენებლობით დაზარალებულ 200-მდე ოჯახს საცხოვრებელს ბინებს 2025 წელს გადასცემს, ინფორმაცია ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმა ერთ-ერთ მედია საშუალებასთან საუბრისას გაავრცელა.

როდის გადაეცემათ ბინები “ცენტრ-პოინტით“ დაზარალებულ 200 ოჯახს

“მშენებლობის პირველი ფაზა ეს იყო იმ მოედნის და გარშემო პერიმეტრის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და გაძლიერება, რისთვისაც 4 მლნ ლარის ინვესტიცია დაგვჭირდა. ამან თითქმის 1 წელი წაიღო. ამჟამად უკვე დაწყებული გვაქვს სამშენებლო პროცესი და მიწისქვეშა 3 და მიწისზედა 2 სართული გვაქვს აშენებულია ერთ მხარეს და მეორე მხარესაც პროცესი გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიდის. დაზარალებულებსაც და ახალ არქელებსაც პროექტში ცხოვრების შესაძლებლობა დაპირებისამებრ 2025 წლის ბოლომდე მიეცემათ. ამ პროექტის ფარგლებში ბინა 200-მდე დაზარალებულ ოჯახს გადაეცემა“, – განაცხადა ხეცურიანმა.

შეგახსენებთ, რომ “ცენტრ-პოინტით” დაზარალებულთა ოჯახებისთვის დედაქალქის მერიამ, სხვადასხვა კომპანიებს დაავალა, მშენებლობების დემონტაჟი და მის ადგილას ახალი შენობის აშენება, რითაც უზრუნველყოფენ დაზარალებულ ოჯახებს ახალი საცხოვრებლებით.