როგორ გამოიყურება და რა ვითარებაა ამ დროისთვის “ცენტრ პოინტის” დაუსრულებელ კორპუსთან, საიდანანაც ჩამოშლილი კედლის ნაწილი მანქანებს დაეცა

ორი დღის წინ თბილისში, ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა დედაქალაქში, თუმცა საზოგადოების ყურადღება ყველაზე მეტად მარიჯანის ქუჩიდან გავრცელებულმა ფოტოებმა მიიპყრო. კადრებზე ჩანს, რომ მშენებარე კორპუსიდან გადმოყრილი სამშენებლო ბლოკები მანქანებს დაეცა და ათამდე ავტომობილი ძლიერ დააზიანა. თუმცა მთავარი საკითხი სწორედ ის შენობა აღმოჩნდა, საიდანაც კედლის ნაწილი ჩამოიშალა.

როგორ გამოიყურება და რა ვითარებაა ამ დროისთვის “ცენტრ პოინტის” დაუსრულებელ კორპუსთან, საიდანანაც ჩამოშლილი კედლის ნაწილი მანქანებს დაეცა
როგორ გამოიყურება და რა ვითარებაა ამ დროისთვის “ცენტრ პოინტის” დაუსრულებელ კორპუსთან, საიდანანაც ჩამოშლილი კედლის ნაწილი მანქანებს დაეცა
როგორ გამოიყურება და რა ვითარებაა ამ დროისთვის “ცენტრ პოინტის” დაუსრულებელ კორპუსთან, საიდანანაც ჩამოშლილი კედლის ნაწილი მანქანებს დაეცა
როგორ გამოიყურება და რა ვითარებაა ამ დროისთვის “ცენტრ პოინტის” დაუსრულებელ კორპუსთან, საიდანანაც ჩამოშლილი კედლის ნაწილი მანქანებს დაეცა
როგორ გამოიყურება და რა ვითარებაა ამ დროისთვის “ცენტრ პოინტის” დაუსრულებელ კორპუსთან, საიდანანაც ჩამოშლილი კედლის ნაწილი მანქანებს დაეცა
როგორ გამოიყურება და რა ვითარებაა ამ დროისთვის “ცენტრ პოინტის” დაუსრულებელ კორპუსთან, საიდანანაც ჩამოშლილი კედლის ნაწილი მანქანებს დაეცა
როგორ გამოიყურება და რა ვითარებაა ამ დროისთვის “ცენტრ პოინტის” დაუსრულებელ კორპუსთან, საიდანანაც ჩამოშლილი კედლის ნაწილი მანქანებს დაეცა

იმავე საღამოს, გავრცელებულმა ინფორმაციამ, დედაქალაქის მერის გაღიზიანება გამოიწვია. კახა კალაძემ პირდაპირ ეთერში, რომელიც ქარის მიერ შექმნილი პრობლემების აღმოფხვრას ეხებოდა განაცხადა, რომ მედიაში ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, თითქოსდა მშენებარე კორპუსიდან გადმოიყარა საშენი მასალა, რაც მისი განმარტებით ჩრდილს აყენებს სამშენებლო კომპანიებს. მერის განცხადებით, აღნიშნული არა ახალი მშენებარე კორპუსი, არამედ “ცენტრ პოინტის” დაუსრულებელი საცხოვრებელია, საიდანაც კედლის ნაწილი ჩამოიშალა და იქვე მდგომი მანქანები მოიყოლა.

ფაქტია, რომ “ცენტრ პოინტი” აქტუალობას არ კარგავს. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ამ სამშენებლო კომპანიის ხსენებაც კი უიმედობასა და უსამართლობის განცდას იწვევს.

Kalaki.ge თემით დაინტერესდა და ადგილზე მოინახულა მარიჯანის ქუჩაზე “ცენტრ პოინტის” დაუსრულებელი კორპუსი. ვითარება მართლაც მძიმეა, გარდა იმისა, რომ კორპუსი დემონტაჟს საჭიროებს, დაზიანებული მანქანებიც ადგილზე დაგვხვდა და საკმაოდ მძიმე სურათი იყო. ზარალი დიდია.

შეგახსენებთ, რომ “ცენტრ პოინტის” დაუმთავრებელი მშენებლობების დასასრულებლად დედაქალაქის მერიამ სამშენებლო კომპანიებთან ერთად მემორანდუმი გააფორმა. კონკრეტულად მარიჯანზე არსებული კორპუსი ყველაზე რთულ ვითარებაში აღმოჩნდა, გარდა ამისა შენობის ნახევარი უკვე გაყიდულია. როდის დაიწყება კონკრეტულ ლოკაციაზე სამუშაოები ჩვენთვის ჯერ უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ დაუმთავრებელი შენობა მოქალაქეებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს და კალაძისვე განმარტებით სასწრაფო დემონტაჟს საჭიროებს.

„ცენტრ პოინტს” მოიხსენიებენ, როგორც მაქინაციის პირამიდას, ვინაიდან კომპანიამ დაარწმუნა ათასობით კლიენტი შეესყიდათ ჯერ კიდევ აუშენებელი ბინები, შემდეგ კი მათ მიერ მშენებლობაში გადახდილი 310 მილიონი აშშ დოლარი არამიზნობრივად გამოიყენა. შედეგად თითქმის 6.200-მა ოჯახმა (დაახლოებით 30.000 ადამიანი) დაკარგა გადახდილი თანხა და ვერ მიიღო საბინაო ფართი.