პროფკავშირების შენობის ნაცვლად ცათამბჯენი აშენდება
"თბილისი მალე ვერტმფრენების ქალაქი გახდება" ასე ეხმაურება ერთ-ერთი მოქალაქე, გავრცელებულ ინფორმაციას რომლის, თანახმადაც მეტრო "დელისის" მიმდებარედ მრავალსართულიანი, საცხოვრებელი კორპუსი აშენდება.
მოქალაქეები სოციალურ ქსელში, კომენტარების საშუალებით აღნიშნულ პროექტს განიხილავენ და თვლიან, რომ შესაძლოა საბურთალოზე არსებული საცობების პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდეს, რაც ცენტარულ უბანში ფაქტობრივად სამანქანო გზების პარალიდებას გამოიწვევს. თავდაპირველად ინფორმაცია facebook-ის პირად გვერძე მოქალაქე გიორგი მონიავამ გაავრცელა. აღნიშნულს თან ერთვის ახალი პროექტის ფოტოები. მონიავას განმარტებით, მშენებლობაზე ნებართვა თბილისის მერიისგან უკვე გაცემულია.
საგულისხმოა, რომ ვაჟა-ფთაველას გამზირზე სრული რეაბილიტაცია თბილისის მერიამ დიდი ხნის წინ დაანონსა, უწყების ინფორმაციით სრულ ტერიტორიაზე, მოეწყობა ბასლაინი და ველო ბილიკი. რამაც შესაძლოა გზის ნაწილის კიდევ უფრო დავიწროება გამოიწვიოს.