ზღვისპირა ქალაქი - შთაბემბეჭდავი თავისი ძველი არქიტექტურით, თუმცა ახლა უკვე შუშის, უცნაური ფორმის ცათამბჯენებით გარშემორტყმული.მართალია, ბათუმის უძრავი ქონების ბაზრისადმი ინტერესი დღითიდღე მატულობს, რაზეც ამ პატარა ქალაქის მიმართ, ბოლო წლებში საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან გაზრდილი ინტერესიც მეტყველებს. უძრავი ქონების მიმართ ინტერესი მზარდია მყიდველებშიც, რომლებსაც შავი ზღვის „მონტე-კარლოზე“ დაბინავება სწყურიათ.

ცათამბჯენების ქალაქი – 5 ყველაზე მაღალი შენობა ბათუმში

ამბობენ, რომ მთელი შავი ზღვის რეგიონში უმნიშვნელოვანესი ტურისტული ცენტრი – ბათუმი, ევროპული ქუჩებითა და მოედნებით, ძველი და ახალი არქიტექტურის ნაზავით, ისტორიული პორტით, უნიკალური ბოტანიკური ბაღით, ზღვისპირა ბულვარით, საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებით, მაღალი კლასის საინვესტიციო პროექტებით, კაფე-ბარებით და რესტორნებით, თანამედროვე საქართველოს სახეა.

ინვესტორებსაც თუ მშენებლებსაც არ დაუყოვნებიათ და შავი ზღვის „მარგალიტზე“, ერთმანეთის მიყოლებით ცათამბჯენები განუთავსებიათ. დღესდღეისობით, საქართველოს ყველაზე მაღალი შენობების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ბათუმშია თავმოყრილი და მათი სიმაღლე 200 მეტრსაც კი აღემატება.

ცათამბჯენების ქალაქი – 5 ყველაზე მაღალი შენობა ბათუმში

Orbi city – სიმაღლე 168 – სართული 52

ორბი სითი – ეს არის კონცეფცია „ქალაქი ქალაქში”, რომელიც სამ 52 სართულიან სასტუმრო ნაგებობას და ინფრასტრუქტურულ ბლოკს მოიცავს. კომპლექსში აპარტამენტების საერთო რაოდენობა კი 9000–ს ერთეულს აჭარბებს. ორბი სითი ხიმჩიაშვილის ქუჩაზე, ზღვის სანაპიროს პირველ ზოლში, ბათუმის ტურისტული უბნის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს.

როგორც სამშენებლო კoმპანია „Orbi Group”-ის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, 200 000 კვადრატული მეტრის ფართობზე განთავსდება სავაჭრო ცენტრი ცნობილი მსოფლიო ბრენდებით, ღია და დახურული აუზები, სპა და ფიტნეს-ცენტრი, კაფეები და რესტორნები, მაღაზიები, საკონცერტო და საკონფერენციო დარბაზები, სამედიცინო ცენტრები, გასართობი და საბავშვო მოედნები, საერთო სამუშაო სივრცე, მწვანე ზონები და მიწისქვეშა პარკინგი.
რაც შეეხება თავად აპარტამენტებს – სახლის ყიდვა შესაძლებელია დასრულებული რემონტით. ამასთან, ბინები აღჭურვილია იტალიური ავეჯითა და ტექნიკით. ასევე, ყველა ოთახის ფანჯარიდან მოსჩანს ზღვის ხედი.
კომპლექსში წარმოდგენილი ბინები 29.0 კვ.მ-დან – 78.0 კვ.მ.-მდე ფართობს მოიცავს. 1 კვ.მ-ის ღირებულება კი $1 500-დან იწყება.

ცათამბჯენების ქალაქი – 5 ყველაზე მაღალი შენობა ბათუმში
ცათამბჯენების ქალაქი – 5 ყველაზე მაღალი შენობა ბათუმში

AZURE TOWER BATUMI – სიმაღლე 171 – სართული 50

დაუსრულებელი საცხოვრებელი კომპლექსი „ბაბილონის კოშკი“, 44-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსისა და 13-სართულიანი სასტუმროსაგან შედგება, რომელთაც სხვადასხვა შესასვლელი ექნებათ. მშენებარე კომპლექსი 66,579 კვ.მ ფართობზე, რუსთაველის გამზირზე იქნება განთავსებული. ასევე, „ბაბილონის კოშკი“ გარშემორტყმული იქნება ორი პარკით, ღია საცურაო აუზით, ნურიგელის ტბითა და უამრავი კაფე-რესტორნებით.

საცხორებელი კომპლექსის ტერიტორიაზე დეკორატიული ხეები და ბუჩქები, ასევე, სტუმართა ავტოსადგომი და მიწისქვეშა პარკინგი მოეწყობა. სახურავებზე კი მოსასვენებელი ზონები გაშენდება.
„ბაბილონის კოშკი“-ს საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამ სართულზე განთავსებული იქნება სავაჭრო ცენტრი, მეოთხე სართული დაკავებული ექნება კაფეს, ხოლო მეხუთედან მეთორმეტე სართულის ჩათვლით ოფისები მოეწყობა. ამასთან, „ბაბილონის კოშკი“ უნდა მოიცავდეს 4-ვარსკვლავიან სასტუმროს, კაზინოს, რეზიდენციებს, სოციალურ დაწესებულებებსა და მაღაზიებს.

ახალი მფლობელებისთვის ბინის შეძენა კი მეცამეტედან ორმოცდამესამე სართულებზე იქნება ხელმისაწვდომი, რომლის ფართობი 31,44 კვ.მ-დან – 375,24 კვ.მ-მდე მერყეობს.

ცათამბჯენების ქალაქი – 5 ყველაზე მაღალი შენობა ბათუმში
ცათამბჯენების ქალაქი – 5 ყველაზე მაღალი შენობა ბათუმში

Alliance Privilege – 182.3 – სართული 54

„ალიანს ფრივილიჯი“ “ალიანს ჯგუფის” მორიგი, დასრულებული პროექტია. აპარტამენტები 54 სართულიან სასტუმრო – საცხოვრებელ კომპლექსში – „Alliance Privilege”, ზღვიდან 30 მეტრის მოშორებით არის განლაგებული.
კომპლექსთან ახლოს არის ძირითადი ქალაქის ღირსშესანიშნაობები, დელფინარიუმი, პარკი და ნურიგელის ტბა. რამდენიმე მეტრშია ასევე, ზღვისპირა ბულვარი და პლაჟი.
54 სართულიანი კომპლექსის პირველ 12 სართულზე განთავსებულია, 5 – ვარსკვლავიანი სასტუმრო „Marriott“, ხოლო დანარჩენ სართულებზე „Alliance Privilege „-ს აპარტამენტები.

პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 80 000 000$-ია მოიცავს მიწისქვეშა ავტოსადგომს, გასართობ ცენტრს, საკონფერენციო დარბაზებს, ღია ტერასებს, რესტორნებსა და კაფეებს, რესეფშენს, სადღეღამისო დაცვას, ტექნიკური მომსახურებას, დალაგების სერვისსა და ვიდეო დაკვირვებას.

სასტუმრო – საცხოვრებელ კომპლექსში წარმოდგენილი ბინები 30 კვ.მ-დან – 60 კვ.მ.-მდე ფართობს მოიცავს. 1 კვ.მ-ის ღირებულება კი $4 250-დან იწყება.

ცათამბჯენების ქალაქი – 5 ყველაზე მაღალი შენობა ბათუმში
ცათამბჯენების ქალაქი – 5 ყველაზე მაღალი შენობა ბათუმში

LE MERIDIEN ბათუმი – სიმაღლე 205.0 -სართული 40

მორიგი ცათამბჯენი – „ბათუმი თაუერი“, რომელშიც განთავსებულია ეშმაკის ბორბალი. შენობა ბათუმის ცენტრში, შავი ზღვის სანაპიროზე, ნინოშვილისა და ჟღენტის ქუჩების კვეთაზე მდებარეობს.

საცხოვრებელი კომპლექსი „ბათუმი თაუერი” დაპროექტებულია hi-tech სტილში და მოიცავს ერთის მხრივ ხუთ-ვარსკვლავიან სასტუმროს – „Le Meridien Batumi“, მეორე მხრივ კი კორპუსს, რომელიც განკუთვნილია საცხოვრებელი ბინებისთვის. საცხოვრებელი კორპუსი 33-სართულიანია.

საქართველოში „ლე მერიდიენის“ ბრენდის სასტუმროს შემოყვანა დეველოპერული კომპანიის „რედკოს“ სახელს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ პროექტის ღირებულება 80 000 000 $-ია.

ამასთან, „ბათუმი თაუერის“ პროექტი მოიცავს სამორინეს, სპა და ფიტნეს ცენტრს, ღია და დახურულ საცურაო აუზებს, რესტორნებსა და 75 ექსკლუზიურ რეზიდენციას.

საცხოვრებელ კომპლექს „ბათუმი თაუერ”–ში წარმოდგენილი აპარტამენტები 67 კვ.მ-დან – 235 კვ.მ.-მდე ფართობს მოიცავს. დეველოპერისგან გასაყიდი ბინები წარმოდგენილი არ არის.

ცათამბჯენების ქალაქი – 5 ყველაზე მაღალი შენობა ბათუმში
ცათამბჯენების ქალაქი – 5 ყველაზე მაღალი შენობა ბათუმში

Alliance Centropolis – სიმაღლე 228.5

და ბოლოს, ყველაზე მაღალი ცათამბჯენი საქართველოში – “ალიანს ცენტრპოლისი”, რომლის საინვესტიციო ღირებულება 380 000 000 $-ია – კომპანია Alliance Group -ის ახალი პროექტია, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში რუსთაველის გამზირის № 63-ში შენდება. მშენებარე კომპლექსი ზღვიდან 50 მეტრში მდებარეობს. სიახლოვეს განლაგებულია საკურორტო ქალაქის მთავარი ღირშესანიშნეობები და გასართობი ზონები. კომპლექსიდან 350 მეტრში განლაგებულია პარკი და არდაგანის ტბა მისი ცნობილი მოცეკვავე შადრევნებით.

„ალიანს ცენტრპოლისი“ მოიცავს 24 ინფრასტრუქტურულ კომპონენტს: მაღალი კლასის საინვესტიციო აპარტამენტებს;
პირველ World Trade Center (WTC) და მის საგამოფენო სივრცეს რეგიონში; 5* სასტუმრო Hyatt Centric Boulevard Batumi; A-კლასის ბიზნეს ცენტრს; A-კლასის სავაჭრო ცენტრს; კაზინოს; ღია სამუშაო სივრცეებს; საკონფერენციო დარბაზს; შეხვედრების ოთახებს; რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურ საღონისძიებო სივრცეს; კინოთეატრს; ბოულინგ სივრცს; ბავშვთა გასართობ ცენტრს; დახურულ საცურაო აუზს; Სპას და გამაჯანსაღებელ ცენტრს; ფიტნეს ცენტრს; რესტორანს; რუფტოფ ტერასას; გასტრონომიულ სივრცეს; მისაღებ ლაუნჯს;
ბარს; 10.000 კვ.მ რეკრეაციულ ზონას; ალიანს ცენტროპოლისის კერძო სანაპიროს;
ადგილობრივი, 3-დონიან პარკინგს.

საცხოვრებელი კომპლექსი შედგება A თაუერისგან – 50 სართული, B თაუერისგან – 55 სართული და C თაუერისგან – 50 სართული. მშენებლობა გაშლილია 18 815 კვადრატული მეტრის ფართობზე.

„Alliance Centropolis“-ში იქნება რეალიზებული კონცეფცია „ ქალაქი ქალაქში“, რომელიც გულისხმობს: 10 000 კვადრატული მეტრის მოცულობის რეკრეაციულ ზონას, მიწისქვეშა 1000 ავტომობილზე გათვლილ სამდონიან პარკინგს, ფიტნეს-ცენტრს, რესტორანს, აუზს, ბარს, ლაუნჯ-ბარს, სპა-სალონს, გასართობ ცენტრსა და კინოთეატრს.
საცხოვრებელ კომპლექსში გაყიდვაშია სტუდიო, 1 და 2 ოთახიანი გეგმარების აპარტამენტები. კომპლექსში წარმოდგენილი ბინები 29 კვ.მ-დან – 74 კვ.მ.-მდე ფართობს მოიცავს. 1 კვ.მ-ის ღირებულება კი $2 000-დან იწყება.

ცათამბჯენების ქალაქი – 5 ყველაზე მაღალი შენობა ბათუმში
ცათამბჯენების ქალაქი – 5 ყველაზე მაღალი შენობა ბათუმში