ცათამბჯენების პროექტის განხილვები განახლდა-როდის აშენდება და როგორი იქნება ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე “ქართუ ფონდის” პროექტი
მუნიციპალურ სამსახურს პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება ხელახლა წარედგინა.
ტრანსპორტისა და ურბანულ სააგენტოს, “ქართუ ჯგუფში” შემავალმა კომპანია “კოსტავას 69”-მა პროექტი გასული წლის 31 დეკემბერს წარუდგინა, რომლითაც აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობას გულისხმობდა. ამონაწერის მიხედვით, “კოსტავას 69” საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” შვილობილია.
პროექტს საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზე “კოსტავას 69”-ს ორი ცათამბჯენის აშენება სურდა, რომლიდან ერთის სიმაღლე მაქსიმუმ 65 სართულით იყო განსაზღვრული.
მუნიციპალური სამსახურისთვის გაგზავნილ ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაში აღნიშნული კომპანია k2 ზონალური პარამეტრების გაზრდას მოითხოვდა, ამასთანავე, სარეკრეაციო ზონის სტატუსის ცვლილებას.
აღსანიშნავია, რომ ტრანსპორტისა და ურბანულმა სააგენტომ მარტში პროექტი დაახარვეზა, რასაც პირვანდელი გრგ-ს განხილვის შეჩერება და საქმის დახურვა მოჰყვა.