ცათამბჯენები ვაკეში, რომლის საინვესტიციო ღირებულება 75 მლნ დოლარს შეადგენს
ჭავჭავაძის გამზირიდან მიმავალ გზაზე, შეუძლებელია ყურადღების მიღმა დაგრჩეთ 3 ცათამბჯენი...
ჭავჭავაძის გამზირიდან მიმავალ გზაზე, შეუძლებელია ყურადღების მიღმა დაგრჩეთ 3 ცათამბჯენი, რომელიც კუს ტბის რეკრეაციული ზონით, წყნეთის ტყით, ასევე, ვაკის პარკით, მიხეილ მესხის სტადიონითა და ოლიმპიური საცურაო აუზითაა გარშემორტყმული.
ამ ლოკაციასთან მიდგომა ვაკესა და საბურთალოდან საკმაოდ ადვილია, რადგან ამ ორი უბნის ძირითად დამაკავშირებელ თამარაშვილის ქუჩასთან, პროექტი მიბმულია პირდაპირი, დამოუკიდებელი გზით. ხედების მრავალფეროვნებას, ამ კომპლექსის გამორჩეული მდებარეობა განაპირობებს. ხედები იშლება როგორც ქალაქის ურბანულ ღირსშესანიშნაობებზე, ისე პროექტის გარშემო მყოფ რეკრეაციულ ზონებზეც.
ვიზუალური აღქმის თვალსაზრისით, ეს ლოკაცია მდებარეობს სამ მნიშვნელოვან ხედვის არეალში, საშუალო და შორი მანძილიდან, ესენია: ჭავჭავაძის გამზირისა და თამარაშვილის ქუჩის ღერძი, ჭაბუა ამირეჯიბის (ვერეს ხეობის ახალი გზა) გზატკეცილი, შესაბამისად, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო შენობის შორი მანძილიდან აღქმადობაზე ზრუნვა.
პროექტის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია და ამ ეტაპზე, შიდა სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 26, 33 და 40 სართულიანი 3 ცილინდრული, სამ სიბრტყეში გადაწყვეტილი არქიტექტურული ცათამბრჯენი, როგორც აპარტამენტების, ისე სასტუმროსა და ინფრასტრუქტურის ნაწილს ერთ სივრცეში აერთიანებს.
შემოქმედებითობის, ტექნიკური სიზუსტისა და მულტიფუნქციურობის ერთიანობა საუცხოო ფორმებში – ეს “ალიანს ჰაილაინია”.
მულტიფუნქციური კომპლექსი თბილისის ყველაზე პრესტიჟულ უბანში, ვაკეში მდებარეობს, 85 000 კვ/მ ფართობს მოიცავს, ხოლო მისი საინვესტიციო ღირებულება 75 მლნ დოლარს შეადგენს.
„ალიანს ჰაილაინში“ გაერთიანებული იქნება უმსხვილესი საერთაშორისო ამერიკული ბრენდის სასტუმრო Wyndham Hotel. ასევე პროექტში განთავსებულია: მაღალი კლასის საინვესტიციო აპარტამენტები; სპა და გამაჯანსაღებელი სივრცე; დახურული აუზი; ფიტნეს ცენტრი; რესტორანი; ბარი; ლაუნჯი; კაზინო; რეკრეაციული და 4-დონიანი საპარკინგე ზონა.
ეს კომპანია „ალიანს ჯგუფის“ მულტიფუნქციური პროექტია, რომლის ინდივიდუალიზმი ქართული უძრავი ქონების ბაზარზე, სწორედ მათ მიერ დანერგილ ბიზნეს მოდელშია.
პროექტის დაწყებისას მთავარმა არქიტექტორმა გიორგი ხმალაძემ, სამი ძირითადი მიზანი დაისახა:
პირველ რიგში კომპლექსის შენებისას, გაითვალისწინეს შენობის მდებარეობა და მასშტაბი. აღსანიშნავია, რომ პროექტის ვიზუალზე გავლენა ადგილმდებარეობამ მოახდინა, ვინაიდან მის ირგვლივ, დასასვენებელი მწვანე ზონაა. ასევე, შენობობების სიმაღლე სურდათ, რომ თვალში საცემი, შორი მანძლიდანვე ყოფილიყო. გადამწყვეტი იყო პროექტის ირგვლივ განაშენიანება, რათა ქალაქის პრესტიჟულ უბანს იერსახე არ დაეკარგა. როგორც კომპანიაში გვიყვებიან, კომპლექსი განვითარდა სამ მაღლივ, ვიწრო მოცულობად, რომელიც ნაცვლად დაბალი და განივი განაშენიანებისა, არის სრულად „გამჭოლი“.
მეორე მიზანი იყო სარეკრეაციო სივრცის გაჩენა ინტენსიურად განაშენიანებულ გარემოში, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპლექსს სჭირდებოდა, თუნდაც მცირე ადგილი გამწვანებისათვის. შესაბამისად, პროექტის მენეჯმენტის გუნდმა ეს გაითვალისწინა და შექმნა გზისგან შემოფარგლული, გამწვანებული ეზო.
რაც შეეხება მესამე მიზანს, კომპანიის პროექტორებმა ცათამბჯენების სართულები ინდივიდუალური არქიტექტურული გათვლებით დააპროექტეს. რამაც კომპლექსს საშუალება მისცა, სხვადასხვა სართულზე განსხვავებული სივრცეები შეექმნათ, რაც გარე ვიზუალზეც აისახა. – „შევქმენით მრავალფეროვანი საცხოვრებელი ერთეულების ტიპები, რაც მაღლივ შენობებში იშვიათად გვხვდება, როგორც წესი გამეორებადი, იდენტური სართულების გამო. ამან გვიბიძგა სართულების ფართების ცვალებადობა შემოგვეტანა პროექტში, რამაც როგორც განსხვავებული სივრცეების ასევე, კომპლექსის სილუეტის ფორმირების საშუალება მოგვცა,“ – განმარტეს კომპანია „ალიანს ჯგუფში“-ში.
თბილისში ყველაზე მაღალი შენობის ინჟინრული საიდუმლოებები კი მდგომარეობს შემდეგში – როგორც Kalaki.ge-ის კომპანიაში განუმარტეს, 8 ბალიან სეისმურ ზემოქმედებაზე გაანგარიშებული და დაპროექტებული „ალიანს ჰაილაინი” არქიტექტურული და კონსტრუქციული თვალსაზრისით, იშვიათ შენობა-ნაგებობებს განეკუთვნება.
„მშენებლობის დაწყებამდე მნიშვნელოვანია საინჟინრო – გეოლოგიური კვლევების დაგეგმვა და ტერიტორიის ყოვლისმომცველი შესწავლა. ამ პროცესში კვლევის თემატიკა აუცილებელია, როგორც პროექტის შემდგომი დიზაინისთვის, ისე მიწისქვეშ სხვადასხვა ფენომენის სავარაუდო გაჩენის პროგნოზირებისთვის.
სამშენებლო-საინჟინრო გეოლოგიური გამოკვლევები უზრუნველყოფენ – ნიადაგის პარამეტრების, შენობის ქცევის, მიწისქვეშა წყლების შემადგენლობისა, თუ მათი აგრესიულობის განსაზღვრავს სხვადასხვა მასალის მიმართ.
სეისმო ინტენსიურობის კვლევისა და ნორმატივების მიხედვით, „ალიანს ჰაილაინი“-ს შენობები სპექტრული და აქსელოგრამული მეთოდებითაა გაანგარიშებული. აღნიშნული მეთოდი მოიცავს სათანადო პარამეტრებს (კოეფიციენტებს), რომელთა საშუალებით, სეისმური ძალის სიდიდე გამოითვლება, მისი მეშვეობით კი მზიდი კონსტრუქციის სიმტკიცე მოწმდება. გამომდინარე იქიდან, რომ „ალიანს ჰაილაინი“ მაღლივი შენობაა, პროექტის მენეჯმენტის გუნდმა სიღრმისეულ კვლევის მეთოდს მიმართა, რომელიც აქსელეროგრამების გამოყენებით განხორციელდა. სწორედ, ამ მიზნით ჩატარდა გეოფიზიკური კვლევებიც, რაც სიჩქარის სეისმური პროფილების აგებას, გრძივი და განივი ტალღების გავრცელების სიჩქარის დადგენას, სამშენებლო ტერიტორიის სეისმურობის დაზუსტებას გულისხმობს.
კვლევის ფარგლებში აუცილებელია აღინიშნოს მაქსიმალური ჰორიზონტული აჩქარებისათვის (PGA) 10%-ის შესაბამისი მნიშვნელობა 50 წლის მანძილზე, რომელიც შეესაბამება 475 წელს დაბრუნების პერიოდს, რაც მნიშვნელოვანია საინჟინრო მიზნებისათვის. შესაბამის მნიშვნელობად მიღებულია 0.21g, ხოლო ინტენსივობის შემთხვევაში ლოკალური გრუნტის პირობების გათვალისწინებით, შეესაბამება 8 ბალს“ – აღნიშნეს კომპანიაში.
გარდა ამისა, „ალიანს ჰაილაინის“ სამშენებლო ტერიტორიაზე ჩატარებულმა გეოგრაფიულმა და გეოფიზიკურმა კვლევებმა დაადგინეს, რომ აღნიშნული ტერიტორია სრულ შესაბამისობაშია პროექტთან და საკვლევი უბანი ამ ტიპის პროექტისთვის იდეალურ ადგილმდებარეობას წარმოადგენს.
რაც შეეხება თავად კომპანიას – „ალიანს ჯგუფი” პირველი ქართული სამშენებლო-დეველოპერული კომპანიაა, რომელმაც შექმნა თანამედროვე „საინვესტიციო მრავალფუნქციური კომპლექსების“ ბიზნეს მოდელი. კომპანია თანამშრომლობს ისეთ გლობალურ სასტუმრო ბრენდებთან, როგორიცაა: Courtyard by Marriott, Marriott International, Wyndham Hotels & Resorts; Hyatt International და World Trade Centre. „ალიანს ჯგუფი“ ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს და განხორციელებული აქვს პროექტები საქართველოს ორ საინვესტიციოდ მიმზიდველ და მასშტაბურ ქალაქში, თბილისსა და ბათუმში.
„ალიანს ჯგუფის” პორტფელი შედგება ისეთი მასშტაბური პროექტებისგან როგორიცაა: „ალიანს პალასი”, „ალიანს ფრივილიჯი”, „ალიანს ჰაილაინი” და „ალიანს ცენტროპოლისი”.