მიცკევიჩის ქუჩაზე წალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს.
რეაბილიტაციის ფარგლებში ახლით იცვლება 400 მეტრზე მეტი სიგრძის მოძველებული მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები. წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე 10 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება, 10 საკვანძო ჭა და 4 სახანძრო ჰიდრანტი მოეწყობა.
მიცკევიჩის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დასრულდება