ტროტუარზე გადმოსული ბიზნესი-ამბავი თბილისის ვიწრო ქუჩებიდან
თბილისში, ტროტუარებზე კაფე-ბარებისა თუ სხვა კომერციული ფართების გადმოტანა ახალი არაა. ისედაც ვიწრო ქუჩები თანდათან კიდევ უფრო დავიწროვდა, ზოგიერთ მათგანზე ფეხით მოსიარულეთათვის გავლაც კი შეუძლებელი ხდება, ამიტომ ზოგჯერ ტროტუარიდან სამანქანო გზაზე გადასვლა ხდება საჭირო, რომ კონკრეტული მონაკვეთი გაიარო. ერთ-ერთი მოქალაქე მარიამ სიხარულიძე, პოსტს ვაკეში აბაშიძის ქუჩიდან აქვეყნებს, სადაც კაფე სწორედ ტროტუარზე დგას.
“ირ. აბაშიძის 27-29-შია (ვაკე) ეს ამბავი: ტროტუარზე გადმოსული კაფე ბლოკავს თითქმის მთელ საფეხმავლო ნაწილს და პარკირებასაც შეუძლებელს ხდის. ისე, რომ 7 თვის ორსული გადმოვძვერი მგზავრის სავარძლიდან, რადგან მძღოლის კარი ვერ გავაღე და ვერ გადმოვეტიე (არადა, დაშვებული პარკირებაა).”-წერია პოსტში, რომელსაც თან რამდენიმე ფოტო ერთვის.