განა რა არის იმაზე უკეთესი, უძველეს ქალაქს სიმაღლიდან გადმოხედო და ის საუცხოო ატმოსფერო შეიგრძნო, რასაც თბილისი გთავაზობს. შებინდებისას კი, როდესაც ეს ქალაქი ნათდება და სხვადასხვა ხმა უსასრულო ქაოსს ქმნის - თბილისის ზემოდან ყურება ალბათ ყველაზე შთამაგონებელია. ხოლო, როდესაც ამ ერთმანეთზე მიწყობილ ქუჩებს ზემოდან აკვირდები, თითქოს მათ ლაბირინთებში იკარგები. ოდნავ შემაღლებულ ადგილზე დგომაც კი საკმარისია, ამ ქალაქის ჰორიზონტი ხელის გულზე რომ დაგეტიოს.

თუმცა ტრანსპორტის სახეობა, რომელზეც ამ სტატიაში ვისაუბრებთ ერთიანად გავსებს ყველა დადებითი ემოციით და მისი წყალობით, თბილისთან სიახლოვეს უფრო მეტად შეიგრძნობ.

ტრანსპორტის სახეობა, რომლის წყალობითაც თბილისთან სიახლოვეს უფრო მეტად შეიგრძნობ

საბაგირო გზებს ჩვენს დედაქალაქში ხედავდნენ, როგორც საჰაერო მაგისტრალებს. საბჭოთა პერიოდში თბილისში არსებობდა ცხრა საჰაერო მარშრუტი, რომელიც რთული რელიეფით დაშორებულ წერტილებს ერთმანეთთან სწრაფი და იაფი ტრანსპორტით აკავშირებდა.

ახლა ქალაქში სულ სამი საბაგირო ფუნქციონირებს. რაოდენობაში შემცირებასთან ერთად, ეტაპობრივად შემცირდა საბაგირო გზის სატრანსპორტო მნიშვნელობაც. ახლა საბაგიროს ძირითადად ტურისტულ ან სარეკრეაციო ტრანსპორტად წარმოიდგენენ, თუმცა ყოველთვის ასე არ იყო.

ტრანსპორტის სახეობა, რომლის წყალობითაც თბილისთან სიახლოვეს უფრო მეტად შეიგრძნობ

ბაგირგზა ეფექტიან საშუალებად მიიჩნეოდა მთაგორიან და ხრამებით დასრილ ადგილებში, სადაც მოკლე მანძილძე (3-10 კმ) გადასალახია დიდი სიმაღლე (0,5-3 კმ.) საბაგირო გზას იყენებდნენ სამთამადნო მრეწველობაში, სატყეო მეურნეობასა და სოფლის მეურნეობაშიც. დანიშნულების მიხედვით ის არის სატვირთო, სამგზავრო და კომბინირებული. ის შეიძლება იყოს როგორც საქალაქო, ასევე ქალაქგარე. სამგზავრო საბაგირო გზის გამტარუნარიანობა შეიძლება აღწევდეს 8 500 მგზავრს საათში, ხოლო სატვირთო საბაგირო გზისა – 10 000 ტონამდე საათში. საბაგირო გზის ქანობი შეიძლება აღწევდეს 66°-ს. კონსტრუქციის მიხედვით არსებობს ერთ და 2-ბაგირიანი ბაგირგზები, მოძრაობის მიხედვით: წრიული და ქანქარასებრი.

საქართველოში პირველი ბაგირგზა 1946 წელს ზესტაფონში ამუშავდა, ეს იყო ამავდროულად პირველი ბაგირგზა საბჭოთა კავშირში. საბჭოთა კავშირის საბაგირო გზების ნახევარი საქართველოს სსრ-ში მდებარეობდა, განსაკუთრებით ბევრი იყო ჭიათურაში.

ტრანსპორტის სახეობა, რომლის წყალობითაც თბილისთან სიახლოვეს უფრო მეტად შეიგრძნობ

თბილისის თავზე ბაგირებზე მცოცავ გონდოლებს რამდენიმე უბანში შენიშნავთ. ამ ტრანსპორტით თბილისის ტერასულ რელიეფზეც შეიმოკლებთ გზას და ქალაქის საუცხოო ხედებსაც იხილავთ.

ტრანსპორტის სახეობა, რომლის წყალობითაც თბილისთან სიახლოვეს უფრო მეტად შეიგრძნობ

კუს ტბის საბაგირო გზა, ილია ჭავჭავაძის გამზირსა და კუს ტბას ერთმანეთთან აკავშირებს. საბაგიროს საწყისი პუნქტი ვაკის პარკთან მდებარეობს. ამ 1 140-მეტრიანი საჰაერო გზით ილია ჭავჭავაძის გამზირიდან, კუს ტბამდე, 6 წუთში ახვალთ და ქალაქის ხედებითაც დატკბებით. ასეთი სიმაღლიდან დანახული თბილისი ნამდვილად მშვენიერი სანახაობაა.

საბაგირო გზაზე ორი გონდოლა მოძრაობს. თითო გონდოლა კი 10-12 ადამიანს იტევს. ამასთან, ველომოყვარულებს საშუალება აქვთ, გონდოლებზე დამონტაჟებული სპეციალური საკიდებით ველოსიპედები ტბამდე აიტანონ.

საბაგირო გზა XX საუკუნის მეორე ნახევარში აშენდა და 2009 წლამდე ფუნქციონირებდა. გონდოლებს 1965 წლის დროინდელი დიზაინი აქვთ შენარჩუნებული, როცა ისინი თბილისის ცაზე პირველად გამოჩნდნენ.

2016 წელს,დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემას, კუს ტბის განახლებული საბაგირო გზა შეემატა. საბაგირო გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა მოძველებული ინფრასტრუქტურა, გარემონტდა და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით აღიჭურვა ორივე (ქვედა და ზედა) სადგური. ამასთან, მთლიანად შეიცვალა გამწევი ბაგირი, დამონტაჟდა თანამედროვე მართვის პულტი, კაპიტალურად გარემონტდა გონდოლები. გონდოლები და სადგურები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

ტრანსპორტის სახეობა, რომლის წყალობითაც თბილისთან სიახლოვეს უფრო მეტად შეიგრძნობ
ტრანსპორტის სახეობა, რომლის წყალობითაც თბილისთან სიახლოვეს უფრო მეტად შეიგრძნობ
ტრანსპორტის სახეობა, რომლის წყალობითაც თბილისთან სიახლოვეს უფრო მეტად შეიგრძნობ
ტრანსპორტის სახეობა, რომლის წყალობითაც თბილისთან სიახლოვეს უფრო მეტად შეიგრძნობ
ტრანსპორტის სახეობა, რომლის წყალობითაც თბილისთან სიახლოვეს უფრო მეტად შეიგრძნობ
ტრანსპორტის სახეობა, რომლის წყალობითაც თბილისთან სიახლოვეს უფრო მეტად შეიგრძნობ

რიყის საბაგირო ნარიყალას ციხე-სიმაგრესა და რიყის პარკს შორის გაბმული საბაგირო გზაა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და მას ხშირად სტუმრობენ როგორც ტურისტები, ასევე ადგილობრივები. ეს ახალი საჰაერო გზაა და გონდოლებიც თანამედროვე დიზაინისაა.

ქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რიყის პარკისა და ნარიყალას ციხე-სიმაგრის ერთმანეთთან დამაკავშირებელი საბაგირო გზა, 2012 წლის 23 ივნისს შეემატა. პროექტი იტალიურმა კომპანია „Leitner“-მა განახორციელა, რომელიც საბაგირო სატრანსპორტო სისტემების წარმოებაში მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კომპანიას წარმოადგენს.

რიყე-ნარიყალას საბაგიროს სიგრძე 508 მეტრია და ის 7 გონდოლას მოიცავს, დონეებს შორის სხვაობა 100 მეტრამდეა. თითოეული მათგანი შემინულია, ხოლო ერთ-ერთი სრულიად გამჭირვალეა. საბაგირო ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაც. რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა თავისი ადგილმდებარეობის გამო მალევე გახდა თბილისელებისა და ქალაქის სტუმრების ერთ-ერთი საყვარელი ადგილი, ყოველდღიურად მას 2000-დან 3000-მდე ადამიანი სტუმრობს, რომელთა უმეტესობა უცხოელი ტურისტია.

რიყის პარკში მოწყობილი მწვანე ბაღები, ბილიკები და გასართობები შესანიშნავია განტვირთვისთვის. გიგანტური ჭადრაკი, გიგანტურ პიანინოზე დაკვრა, საცოცი კედელი თუ ლაბირინთები მრავალფეროვანსა და ხალისიანს გხდის დღეს. თუმცა პარკის მთავარი ღირსშესანიშნაობა მაინც საბაგიროა.

საბაგიროდან თბილისის შესანიშნავი ხედებით დატკბებით, ასეთი სიმაღლიდან დანახული ქალაქი საოცარ, დაუვიწყარ სანახაობას წარმოადგენს. საბოლოო წერტილი კი ნარიყალას ისტორიული ციხე-სიმაგრეა, რომელიც თბილისის ერთ-ერთი საინტერესო და შთამბეჭდავი ძეგლია. აქ დგას ქართლის დედაც – მონუმენტური ძეგლი, რომელიც თბილისის სავიზიტო ბარათადაც კი იქცა. აქედან ბოტანიკური ბაღის მშვენიერი ხედებითაც დატკბებით. ციხე-სიმაგრიდან შესაძლებელია ბაღში მოხვედრაც, როგორც საფეხმავლო გზით, ასევე ზიპლაინით. ნარიყალასა და ბოტანიკურ ბაღს შორის გაბმული ზიპლაინით დაშვება, ბაღის თავზე გადაფრენა ახალი, დაუვიწყარი შეგრძნებების წყაროა და განსაკუთრებით იზიდავს ექსტრემის მოყვარულებს.

ტრანსპორტის სახეობა, რომლის წყალობითაც თბილისთან სიახლოვეს უფრო მეტად შეიგრძნობ
ტრანსპორტის სახეობა, რომლის წყალობითაც თბილისთან სიახლოვეს უფრო მეტად შეიგრძნობ
ტრანსპორტის სახეობა, რომლის წყალობითაც თბილისთან სიახლოვეს უფრო მეტად შეიგრძნობ
ტრანსპორტის სახეობა, რომლის წყალობითაც თბილისთან სიახლოვეს უფრო მეტად შეიგრძნობ
ტრანსპორტის სახეობა, რომლის წყალობითაც თბილისთან სიახლოვეს უფრო მეტად შეიგრძნობ

უნივერსიტეტი-ბაგების საბაგირო – ამ გზით კი მდინარე ვერეს ხეობაზე გადაივლით და ზუსტად 4 წუთში ერთი უბნიდან მეორეში აღმოჩნდებით. საბაგირო ხაზი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივ და განივ კორპუსებსა და ბიბლიოთეკას ბაგებთან აკავშირებს. მისი სიგრძე 320 მეტრია და მასზე მოძრავ თითო ვაგონს 40 ადამიანის გადაყვანა შეუძლია.

ერთი საათის განმავლობაში, საბაგირო ცალმხრივი მოძრაობისას 600 მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს.

ტრანსპორტის სახეობა, რომლის წყალობითაც თბილისთან სიახლოვეს უფრო მეტად შეიგრძნობ
ტრანსპორტის სახეობა, რომლის წყალობითაც თბილისთან სიახლოვეს უფრო მეტად შეიგრძნობ
ტრანსპორტის სახეობა, რომლის წყალობითაც თბილისთან სიახლოვეს უფრო მეტად შეიგრძნობ
ტრანსპორტის სახეობა, რომლის წყალობითაც თბილისთან სიახლოვეს უფრო მეტად შეიგრძნობ
ტრანსპორტის სახეობა, რომლის წყალობითაც თბილისთან სიახლოვეს უფრო მეტად შეიგრძნობ
ტრანსპორტის სახეობა, რომლის წყალობითაც თბილისთან სიახლოვეს უფრო მეტად შეიგრძნობ

ამ ეტაპზე კი რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტი ჯერ კიდევ 2022 წლის სექტემბერში დაიწყო და მისი დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება.

გეგმის მიხედვით, რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე 21 გონდოლა იმოძრავებს, გზის დაფარვის საშუალო სიჩარე 4.07 წუთი იქნება, მარშრუტის სიგრძე კი – 845,55 მ.

საბაგირო გზაზე დასრულებულია ანძების მონტაჟი და ზედა სადგურის კონსტრუქციის მოწყობა. ამ ეტაპისათვის მიმდინარეობს ქვედა სადგურის ბაქნის მოწყობისა და გადახურვის სამუშაოები.

„ეს არის ახალი საბაგირო, რომელიც რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიას დააკავშირებს მთაწმინდასთან. სამუშაოები ზაფხულის ბოლოსთვის დასრულებული უნდა იყოს. ხუთივე საყრდენი დაყენებულია. მომდევნო დღეების განმავლობაში გაიჭიმება ბაგირები. გარდა ამისა, პარალელურად მიმდინარეობს მიმღები სადგურების სარემონტო სამუშაოები. ძალიან კარგია, როგორ ტურისტული თვალსაზრისით, ასევე ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, რადგან რუსთაველიდან მთაწმინდაზე საბაგიროთი ასვლა 4 წუთში იქნება შესაძლებელი. საათში დაახლოებით 1 200 მგზავრი შეძლებს გადაადგილებას. ძალიან მიხარია, რომ ჩვენს ქალაქში ეს ისტორიული პროექტი აღდგა“, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 50 მლნ ლარს. რეაბილიტაციის შემდეგ, საბაგირო გზა სამართავად „მთაწმინდის პარკს“ გადაეცემა. საბაგირო გზის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს შპს „დაგი“, ხოლო საინჟინრო-ტექნოლოგიურ სამუშაოებს – კომპანია „დოპელმაიერი“.