იყო დრო, როდესაც თბილისელები გადაადგილების მთელ იმედებს ტროლეიბუსებზე ამყარებდნენ. 90-იანი წლების დასაწყისში მაშინ, როდესაც საზოგადოება უკიდურეს გასაჭირში იმყოფებოდა, ერთადერთი იაფი ტრანსპორტი ტროლეიბუსი და ტრამვაი გახლდათ - და იმ შემთხვევაში თუ ტროლეიბუსი, საჭირო ელექტროენერგიის უქონლობის მიზეზით გაჩერდებოდა და ტროტუარების გასწვრივ ჩამწკრივდებოდა, მაშინ ხალხს გადაადგილება ფეხით უწევდა.

ტრანსპორტი, რომელსაც წლიურად 53 მილიონი მგზავრი გადაჰყავდა

ტროლეიბუსმა თბილისში ფუნქციონირება 1937 წლის 30 მარტს დაიწყო. პირველი ხაზი მიემართებოდა დინამოს სტადიონიდან, პლეხანოვის გამზირის გავლით, მარქსის მოედნამდე. 1938 წელს ტროლეიბუსის ხაზი რუსთაველის გამზირზე ამოქმედდა. თავდაპირველად, საბჭოთა „იაროსლავლის“ ქარხნის მოდელები გამოიყენებოდა. 1955 წლიდან კი ჩეხური „შკოდას“ ტროლეიბუსები შემოიტანეს. მან მაქსიმალურ ზომას 1986 წელს მიაღწია. ამ მომენტისთვის ქალაქში მოქმედებდა ტროლეიბუსის 21 ხაზი, სიგრძით 215 კილომეტრი და 225 ოდენობით.

1955-1990 წლებში ტროლეიბუსს წლიურად 53 მილიონი მგზავრი გადაჰყავდა, 1997 წელს კი მხოლოდ 15 მილიონი. 1999 წლიდან თბილისმა ათენიდან 37 მეორადი ტროლეიბუსი მიიღო. რაც შეეხება თბილისის ტროლეიბუსის უკანასკნელ 4 მარშრუტს, ის ლიკვიდირებულ იქნა 2006 წლის 4 დეკემბერს.

ტრანსპორტი, რომელსაც წლიურად 53 მილიონი მგზავრი გადაჰყავდა
ტრანსპორტი, რომელსაც წლიურად 53 მილიონი მგზავრი გადაჰყავდა
ტრანსპორტი, რომელსაც წლიურად 53 მილიონი მგზავრი გადაჰყავდა

თბილისის ტროლეიბუსის პირველი დეპო შეიქმნა ტრამვაის №1 დეპოს, „მუშთაიდის“ ტერიტორიაზე. 1937 წელს იგი ტრამვაი-ტროლეიბუსების შეთავსებულ დეპოდ გადაკეთდა. მოგვიანებით ასევე მოხდა ტრამვაის №2 დეპოს ანალოგიურად გადაკეთება, შეთავსებულ დეპოდ. 1986 წელს თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსების №1 შეთავსებული დეპო თევდორე მღვდლის ქუჩაზე (იგივე დეპო „მუშთაიდი“, დინამოს სტადიონთან ახლოს) გაუქმდა და მის ნაცვლად გაიხსნა ტრამვაის №1 დეპო ავჭალაში, ხოლო ტროლეიბუსების №1 დეპო ქავთარაძის ქუჩაზე. ტროლეიბუსების ორივე დეპო გაუქმდა ერთდროულად, სისტემის გაუქმებასთან ერთად, 2006 წლის 4 დეკემბერს.

ტრანსპორტი, რომელსაც წლიურად 53 მილიონი მგზავრი გადაჰყავდა
ტრანსპორტი, რომელსაც წლიურად 53 მილიონი მგზავრი გადაჰყავდა

ტროლეიბუსების საერთაშორისო პრაქტიკა კი ასეთი გახლდათ – ტროლეიბუსის წინამორბედ საქალაქო სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც 1882 წლის 29 აპრილს გამოჩნდა პირველად გერმანიაში, კერძოდ კი ბერლინის ოლქის ერთ-ერთ ყველაზე პატარა რაიონში – ჰელენზეში, იმთავითვე „ელექტრომოტო“ უწოდეს. ამ ინოვაციური ელექტრო-ტრანსპორტის გამოგონება დაკავშირებულია საყოველთაოდ ცნობილი გერმანული კონგლომერატის – „სიმენსი“-ს ფუძემდებელთან – ერნსტ ვერნერ ფონ სიმენსთან და ინგლისში მოღვაწე მის ძმასთან, გერმანელ მექანიკოს-ინჟინერთან, კარლ ვილჰემ სიმენსთან. სწორედ მან მიაწოდა ტროლეიბუსის გამოგონების იდეა დიდ გერმანელ ინჟინერს, გამომგონებელსა და მეწარმეს, რომელმაც შემდგომში ფრთებიც შეასხა მას. პირველი ტროლეიბუსები საზოგადოებაში აღქმული იქნა, როგორც ავტობუსისა და ტრამვაის ჰიბრიდი.

ტრანსპორტი, რომელსაც წლიურად 53 მილიონი მგზავრი გადაჰყავდა

ლიდსი და ბრედფორდი კი გახდნენ პირველი ქალაქები, რომლებმაც ტროლეიბუსები 1911 წლის 20 ივნისს დიდ ბრიტანეთში გამოიყენეს. მიუხედავად იმისა, რომ ის 20 ივნისს გაიხსნა, საზოგადოება ბრედფორდის მარშრუტზე 24 რიცხვამდე არ შედიოდა. ბრედფორდი ასევე იყო ბოლო ქალაქი, რომელიც მუშაობდა ტროლეიბუსებით დიდ ბრიტანეთში – სისტემა 1972 წლის 26 მარტს დაიხურა.

ბირმინგემი კი პირველი ბრიტანული ქალაქი იყო, რომელმაც ტრამვაის მარშრუტი ტროლეიბუსებით შეცვალა, ხოლო ვულვერჰემპტონი ჩარლზ ოუენ სილვერსის ხელმძღვანელობით, მსოფლიოში ტროლეიბუსების დიზაინით გახდა ცნობილი. გაერთიანებულ სამეფოში იყო 50 ტროლეიბუსის სისტემა, ლონდონი კი ყველაზე დიდი.

ტრანსპორტი, რომელსაც წლიურად 53 მილიონი მგზავრი გადაჰყავდა

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ტროლეიბუსის ყველაზე გრძელი მარშრუტის სიგრძე მსოფლიოში – 86 კილომეტრს შეადგენს. აღნიშნული მარშრუტი სიმფეროპოლსა და იალტას შორის გადის, რომელიც გახსნილ იქნა 1961 წელს.

ტრანსპორტი, რომელსაც წლიურად 53 მილიონი მგზავრი გადაჰყავდა

ტრანსპორტი, რომელიც მსოფლიოში ჯერ კიდევ დიდ როლს ასრულებს ჩვენს დედაქალაში უბრალოდ ისტორიამ შთანთქა.

Kalaki.ge-ს მკითხველი დაუკავშირდა, რომელმაც ჭიათურაში, სიმწვანეში ჩაფლული ტროლეიბუსის ბოლო ნიმუშის შესახებ გვიამბო.

ტრანსპორტი, რომელსაც წლიურად 53 მილიონი მგზავრი გადაჰყავდა ფოტო ეკუთვნის დავით თაბაგარს

აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 20 წლის წინ, SKODA TR9 ფირმის ტროლეიბუსი, სატვირტო მანქანის ბუქსირით თავისი სვლით, ჭიათურიდან სოფელ პერევისაში აუყვანიათ და მას შემდეგ აქ დგას.

„როდესაც ტროლეიბუსის მოძრაობა ჭიათურა-საჩხერეს შორის შეწყდა და მათი ჯართში ჩაბარება გადაწყდა, დიმიტრი ყურავამ, რომელიც ჭიათურა-საჩხერის ხაზზე ჩამოყვანის დღიდან მძღოლად მუშაობდა, ბოლო რეისის შესრულების შემდეგ უკანასკნელი ტროლეიბუსი ხაზიდან მოხსნა და ჯართში ჩაბარებას გადაარჩინა. ხისტი ბუქსირების საშულებით სატვირთო მანქანა „ZIL“-ს ჩაუბა და თავისი სვლით წაიყვანა სოფელ პერევისაში. უნდა ითქვას, რომ ტროლეიბუსი საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია და ტყეში ჩაფლული ეს ადგილი, კიდევ ერთი ტურისტული მარშრუტი შეიძლება გახდეს ჭიათურისათვის“. – განმარტა მკითხველმა.

ტრანსპორტი, რომელსაც წლიურად 53 მილიონი მგზავრი გადაჰყავდა ფოტო ეკუთვნის დავით თაბაგარს
ტრანსპორტი, რომელსაც წლიურად 53 მილიონი მგზავრი გადაჰყავდა ფოტო ეკუთვნის დავით თაბაგარს
ტრანსპორტი, რომელსაც წლიურად 53 მილიონი მგზავრი გადაჰყავდა ფოტო ეკუთვნის დავით თაბაგარს