თბილისში, დიდი დიღმიდან ტრამვაის ხაზის გაყვანა განიხილება?

დიღომი დედაქალაქის სხვა უბნებს შესაძლოა ტრამვაის ხაზით დაუკავშირდეს, ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო განვითარების გეგმიდან ხდება ცნობილი. 80-გვერდიან დოკუმენტში საუბარია ურბანული მობილობის გაუმჯობესებისთვის საჭირო. დოკუმენტი ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთვის მოამზადა დანიურმა საკონსულტაციო კომპანია "რამბოლმა", აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.

თბილისში, დიდი დიღმიდან ტრამვაის ხაზის გაყვანა განიხილება?

დოკუმენტში საუბარია რამდენიმე ალტერნატიულ სცენარზე, რომლითაც დიდი დიღმის ცენტრალურ უბნებთან დაკავშირების გეგმები არსებობს:

ვარიანტი 1: ცენტრალური რკინიგზის სადგური სარაჯიშვილის გავლით დიდ დიღომამდე – ტრამვაის მატარებელი, რომელიც მაგისტრალურ სარკინიგზო ქსელზე ივლის სარაჯიშვილის სადგურამდე, შემდეგ კი სპეციალური ტრამვაის ხაზით გადაადგილდება. ეს დაკავშირებული იქნება შემოთავაზებულ სამგზავრო სარკინიგზო ქსელთან;

ვარიანტი 2: დიდუბის სატრანსპორტო კვანძიდან დიდ დიღომამდე – ეს უფრო ტრადიციული ტრამვაის სერვისი იქნება;

ვარიანტი 3: საბურთალოდან დიდ დიღომამდე – ეს უფრო ტრადიციული ტრამვაის სერვისი იქნება.

კიდევ ერთი ალტერნატივა, რომლითაც დიდი დიღმის დაკავშირება განიხილება არის ამ უბნიდან დელისის მიმართულებით ახალი საბაგიროს გაყვანა.