ტრამვაი – ფოტო – კადრებზე შემორჩენილი თბილისური ისტორიის ნაწილი, ნახეთ ფოტოები, რომელიც ძველ თბილისში დაგაბრუნებთ
ძველი თბილისი, დედაქალაქი რომლის ნახვის შემდეგ რწმუნდები თუ სად არის ევროპისა და აზიის გასაყარი. ქართული კულტურითა და გამორჩეული ავთენტურობით, რისი ერთობაც სტუმრად ჩამოსულ უცხოელებს ყოველთვის თავბრუდამხვევ, პირველ შთაბეჭდილებას უქმნიდა, 1904 წელს კი დედაქალაქში ფერადი ტრანსპორტი გამოჩნდა, რომელიც მის იერ-სახეს იდეალურად ერწყმოდა.
ის, რაც დღეს ისტორიად იქცა, შესაძლოა თანამედროვე თბილისი დიდი გამოწვევისგან დაეცვა, რასაც ეკოლოგია ჰქვია. ტრანსპორტის გამონაბოლქვი, რომელიც ამ დრომდე დიდ საფრთხედ რჩება ვერანაირმა, ცვლილებამ, თუ გზების პროექტირებამ ვერ აღმოფხვრა. თუმცა 100-ზე მეტი წლის წინ ჩვენი წინაპარი, სუფთა გარემოში, მშვიდად ცხოვრობდა და არც იერ-სახის ცვლილება ადარდებდა, რადგან ყველაფერი იმაზე იდეალური იყო ვიდრე შეიძლებოდა. ახლა კი “ტრამვაი”, რომელიც თბილისს 100 წელი ემსახურა, ერთი დიდი ისტორიაა, რომელიც ლამაზ ფოტოებზე შემორჩა.
საგულისხმოა, რომ 2004 წელს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, თბილისში ტრამვაის ფუნქციონირება შეაჩერეს, სწორედ ამ პერიოდიდან ის მხოლოდ თბილისის ისტორიის ნაწილად იქცა.