ტრაგიკული შემთხვევა სოფელ არხილოსკალოში-მემორიალური ძეგლის ჩამონგრევამ 3 წლის ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა

საბჭოთა დროინდელი არქიტექტურული ნაგებობა, რომელსაც როგორც აღმოჩნდა რეაბილიტაცია არასდროს ჩატარებია უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა.

ტრაგიკული შემთხვევა სოფელ არხილოსკალოში-მემორიალური ძეგლის ჩამონგრევამ 3 წლის ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა

3 წლის ბავშვი დედოფლისწყაროში მემორიალური ძეგლის ჩამონგრევას ემსხვერპლა. ტრაგიკული შემთხვევა სოფელ არხილოსკალოში, ბავშვებისთვის მოწყობილ სკვერში მოხდა. 3 წლის ბიჭი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა. მოულოდნელად კი ვეფხვისა და მოყმის ძეგლი ჩამოიშალა და ბავშვი ნანგრევებში მოიყოლა. მცირეწლოვანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

იყო თუ არა მემორიალური ძეგლი ავარიული? ადგილობრივები ამბობენ, რომ ძეგლის რეაბილიტაცია და შემოწმება არასდროს არ მომხდარა.

შინაგან სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება 116-ე მუხლითაა დაწყებული. სამართალდამცავები ადგილზე ამდრომდე მუშაობენ. ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა უბედურ შემთხვევაზე ჯერ-ჯერობით უცნობია.