ტრაგედია თბილისში ბიჭორმის ქუჩაზე-სასროლეთის აფეთქების შედეგად 3 გარდაიცვალა ხოლო 3 ადამიანი დაშავდა
თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე, „ბეთლგრაუნდის“ სასროლეთში აფეთქებისას დაშავებული 4 ადამიანიდან ერთი გარდაიცვალა. აფეთქება ბოჭორმის ქუჩა N12-ში, მაღაზია „ბეთლგრაუნდის“ სასროლეთში დღეს მოხდა. აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. 3 დაშავებული დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული. ექიმის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავებული 3 მამაკაციდან 1 რეანიმაციაში, ორი კი ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული.
მომხდარზე შსს-მ, განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია „ბეთლგრაუნდის” სასროლეთში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყეს, რაც ელექტრო-ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე მუშაობას აგრძელებენ, ექსპერტ-კრიმინალისტები, გამნაღმველები და სხვა შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები.
ასევე ადგილზე მუშაობენ, სხვადასხვა დარგის ექსპერტები-მათ შორის, სახანძრო და ფეთქებად საშიში საგნების კვლევის სამსახურის ექსპერტები, ასევე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ენერგეტიკის მიმართულების ინჟინერ ექსპერტი.
აფეთქების მიზეზების დასადგენად, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.” ნათქვამია გავრცელებლ განცხადებაში.