დედაქალაქში მასშტაბური პროექტი ხორციელდება – სამგორში არსებული ტყე-პარკის განახლება მიმდინარეობს

სამგორის რაიონში, მეგობრობის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ჯამში, შვიდი ჰექტარია, ტყე-პარკი განახლდება. ვარკეთილის მეურნეობის ყოფილ ტერიტორიაზე უკვე განხორციელდა უკანონო შემოღობვების დემონტაჟი. ასევე, გამოხშირვა-გაწმენდის მიზნით, მოიჭრა თვითნათესი მცენარეები. - ინფორმაციას დედაქალაქის მერი ავრცელებს.

დედაქალაქში მასშტაბური პროექტი ხორციელდება – სამგორში არსებული ტყე-პარკის განახლება მიმდინარეობს

„პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წელს 3.5 ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, დასასვენებელი პავილიონები, გარე განათება, საბავშვო
ზონები. დაირგვება ხე-მცენარეები. მომავალ წელს კი, დარჩენილ ტერიტორიაზე იგივე სამუშაოები ჩატარდება. ჩვენს ქალაქს ძალიან სჭირდება მწვანე სივრცეების არსებობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერის განმარტებით, აღნიშნული პროექტი 2025 წლის ბოლომდე დასრულდება.