TOP-15 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი ტურისტი შემოვიდა
ამ ხნის განმავლობაში ქვეყანაში 845 332 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა.
განხორციელებული ტურისტული ვიზიტების მიხედვით ქვეყნების რეიტინგში პირველ სამეულს მეზობელი ქვეყნები იკავებენ, საიდანაც ლიდერი რუსეთია.
რაც შეეხება გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით ვიზიტების რაოდენობას, ამ შემთხვევაში 257.6%-ით მეტია და პირველ კვარტალში წელს 184 994-ით მეტი ვიზიტი შესრულდა.
ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით, TOP-15 ქვეყნის რეიტინგი ასეთია:
1. რუსეთი – 256 787;
2. თურქეთი – 216 391;
3. სომხეთი – 182 543;
4. ისრაელი – 44 788;
5. აზერბაიჯანი – 40 353;
6. უკრაინა – 31 689;
7. ირანი – 21 318;
8. ყაზახეთი – 19 918;
9. ბელარუსი – 18 400;
10. ინდოეთი – 14 365;
11. პოლონეთი – 10 122;
12. ფილიპინები – 9 646;
13. უზბეკეთი – 8 079;
14. გერმანია – 7 429;
15. აშშ – 6 803