ყველაზე ძვირადღირებული, ტოპ-10 მიმდინარე და დასრულებული საცხოვრებელი კომლექსი ბათუმში
თბილისიდან 372 კმ მანძილზე, შავი ზღვის სამნაპიროზე, აჭარის გამორჩეული სამკაული, ბათუმი მდებარეობს...
თბილისიდან 372 კმ მანძილზე, შავი ზღვის სამნაპიროზე, აჭარის გამორჩეული სამკაული, ბათუმი მდებარეობს - ოდითგან, როგორც ქალაქის შენობების სილამაზით ცნობილი, თუმცა განსაკუთრებული ტემპით ბათუმის ინფრასტრუქტურა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ვითარდება.
აქ ძველის გვერდით მდგომი ახალი შენობები, ევროპისა და აზიის უცნაურ შერწყმას ქმნის. მის ქუჩებში ხეტიალისას, უამრავ ძველ და ახალ ფეშენებელურ რესტორანს, სასტუმროს, კაფე-ბარებსა და საცხოვრებელ კომპლექსს წააწყდებით, რომელიც ან გაგაოცებთ ან პროტესტის გრძნობით აგავსებთ.
თუმცა ფაქტია, რომ დეველოპერებს ეს არ აშინებთ. შესაბამისად, მშენებლები არ აყოვნებენ და გეზს ტურისტებისთვის მეტად საინტერესო ქალაქის უბნებში მშენებლობის დასაწყებად იღებენ. როგორც ბათუმზე ამბობენ, აქ მართლაც, სრული სამშენებლო ბუმია.
მოსახლეობის აზრი ორად იყოფა: ზოგი მათგანი ბათუმის მასიურ განაშენიანებას აპროტესტებს და ამბობს, რომ ბათუმი დამახინჯდა, თუმცა დეველოპერებისთვის ეს დაბრკოლებას ნამდვილად არ წარმოადგენს. ბევრს კი მოსწონს ქალაქის იერსახის გაახლება და თვლის, რომ ეს მიდგომა ქალაქის ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვნად წაადგება.
დღეს წარმოგიდგენთ ტოპ-10 მიმდინარე და დასრულებულ სამშენებლო პროექტს ბათუმში. კლებადობის მიხედვით 1 კვ.მ-ის ფასი ასე გადანაწილდა:
Alliance Privilege
„ალიანს ფრივილიჯი“ – „ალიანს ჯგუფის” მორიგი, დასრულებული მულტიფუნქციური პროექტია, რომელიც ბათუმის ისტორიულ და მსოფლიოში სახელგანთქმულ ბულვარში, რუსთაველის 42 ნომერში მდებარეობს.
54 სართულიანი, კომპლექსის პირველ 12 სართულზე განთავსებულია, საერთაშორისო ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო – Marriott, ხოლო დანარჩენ სართულებზე, კი მაღალი კლასის საინვესტიციო აპარტამენტები. პროექტის საინვესტიციო ღირებულება – 80 000 000$-ს შეადგენს.
კომპლექსი შედგება 30-დან 60 მ2-მდე 1050 ბინისაგან, რომლის ჭერის სიმაღლეც 2,85 მ-ია. ზღვის სანაპიროდან მანძილი 50 მეტრია.
ახალ სამშენებლო პროექტს აქვს მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგი, აუზი, SPA, ფიტნეს ცენტრი, კაზინო, საბავშვო გასართობი ცენტრი, რესტორნები, კომფერენც-დარბაზი.
1კვ/მ-ის ფასი 11 072 ₾-დან იწყება.
STEPS
„სტეპს“ – ეს არის მრავალფუნქციური პრემიუმ კლასის სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი სანაპირო ზოლის მიმდებარედ, გრიგოლ ლორთქიფანიძის ქ. 2ბ-ში. კომპლექსი ფუნქციურად 27 სართულზეა განლაგებული.
პირველი მიწისზედა სართული მოიცავს: რესეფშენს, ლობის, რესტორანს და სასტუმრო ინფრასტრუქტურის ნაწილს.
მეორე სართული სრულად ეთმობა ბიზნესცენტრს, საკონფერენციო დარბაზს და კომერციულ ფართებს, სხვადასხვა ტიპის ოფისებისათვის. მე-3 და მე-4 სართულებს სასტუმრო მოიცავს.
პრემიუმკლასის აპარტამენტები 24 მ2-დან 124 მ2-მდე, მე-5 სართულიდან ზემოთ არის განთავსებული.
STEPS – ში ერთ სივრცეშია გაერთიანებულია: შიდა გამწვანება და საბავშვო გასართობი მოედანი.
კომპლექსის მესამე საერთულს მოიცავს ბოტანიკური ბაღი, რომელიც ბათუმის ბოტანიკური ბაღის მინიატურულ ვერსიას წარმოადგენს, საფეხმავლო ბილიკებით, აუზით, ღია კაფეებით, ლაუნჯ-ზონებით, დეკორატიული მცენარეებითა და ფანჩატურებით.
STEPS – ში 1 კვ.მ-ის ფასი 7 034 ₾-დან იწყება.
Akhali Era
„ახალი ერა“ – 5 სართულიანი შენობა, ნ.დუმბაძის 12 ნომერში, ზღვიდან 500 მეტრში მდებარეობს. 2023 წელს მომხმარებელს თეთრი კარკასის კონდიციაში, 25 ბინა ჩაბარდება. ბინების კვადრატულობა 43,2–153,4 მ2-მდე განისაზღვრა, ჭერის სიმაღლე კი 2,95 მ-ია.
აქ წარმოდგენილი ბინების 1 კვ/მ-ის ფასი 5 992₾-დან იწყება.
Mardi Hills
საცხოვრებელი კომპლექსი Batumi Hills მრავალსაუკუნოვანი ხეებით გარშემორტყმულ გორაკზე შენდება.
სამშენებლო მიწის ნაკვეთი ბაგრატიონის ქუჩიდან 200 მეტრში, კადირ შერვაშიძის მაღლობზე 24 ნომერში მდებარეობს. კომპლექსი განლაგებულია ბორცვზე, რომლიდანაც ზღვის სანაპირო ზოლისა და კურორტის ღირსშესანიშნავი ადგილების პანორამული ხედები იშლება. ირგვლივ უამრავი გამწვანებაა. ამავე დროს, აქედან შეგიძლიათ სწრაფად მოხვდეთ ქალაქის ცენტრსა და ქალაქის ისტორიულ ნაწილში, აეროპორტსა და რკინიგზის სადგურამდე.
Batumi Hills-ის პირველი ფაზის დასრულებისას, სამი 9 სართულიანი კორპუსი იქნება წამოდგენილი.
საცხოვრებელი კომპლექსში წარმოდგენილია აპარტამენტები, რომელთა ფართობი 47-394 კვ.მ-ია. ბინები, რომლის რაოდენობაც ჯამში 40-ს შეადგენს, თეთრი კარკასის კონდიციაში ბარდება და აღჭურვილი იქნება ავეჯით, ტექნიკითა და აქსესუარებით.
Batumi Hills პროექტი ხორციელდება კომპანია Galt-Group მიერ, რომელიც შეიქმნა ცნობილი სამშენებლო კომპანია Seven Star– ის საფუძველზე, რომელიც თავის მხრივ კურორტზე არაერთი პროექტის ავტორია.
კომპლექსში წარმოდგენილი ბინების 1 კვ/მ-ის ფასი 5 471₾-დან იწყება.
Archi Dialog Batumi
„არქი დიალოგი ბათუმი“ ახალ ბულვარში, აკვა პართან, სანაპიროდან 300 მეტრში, ინასარიძის 25 ნომერში მდებარეობს. 30-სართულიანი შენობა 667 ბინისაგან შედგება. ბინების კვადრატულობა კი 31,9–82,4 მ2-ია.
„არქი დიალოგი ბათუმში“ არქელებსა და დამსვენებლებს შენობიდან გაუსვლელად სხვადასხვა მომსახურებებს სთავაზობს. აპარტოტელში წარმოდგენილი იქნება საცურაო აუზი, რესტორანი, ბარი, ლაუნჯი, საკონფერენციო და ფიტნეს დარბაზი, საბავშვო სივრცე. „არქი დიალოგი ბათუმი“ ასევე, მოიცავს ღია და დახურულ ავტოსადგომებს.
კომპლექსში 1 კვ.მ-ის ფასი 5 372 ₾-დან იწყება.
Argo Group XXI
ძველ ბათუმში, რევაზ კომახიძის 7 ნომერში, 4 -სართულიანი შენობა შავი კარკასის მდგომარეობაში ბარდება. სახოვრებელ კომპლექსში „არგო ჯგუფი XXI“ ახალ ბინადარს 2-ოთახიან ბინებს სთავაზობს.
საცხოვრებელ კომპლექსში წარმოდგენილი ბინების ფართი 75,7–81 მ2-დეა. კომპლექსში წარმოდგენილია კომერციული ფართებიც.
აქ 1 კვ.მ-ის ფასი – 5 136 ₾-დან იწყება.
Salibauri Hills
„სალიბაური ჰილსი“ მყიდველს სთავაზობს საცხოვრებელს, რომელიც გარშემორტყმულია საკურორტო პეიზაჟებით. კორპუსი მდებარეობს გორაკზე, რომელიც გადაჰყურებს ბათუმის მშვენიერ პანორამულ ხედებს. კომპლექსი სამების ტაძრისკენ ქალაქის ხმაურისგან მოშორებით მდებარეობს, თუმცა ძველი ბათუმიდან მანქანით, მხოლოდ 5 წუთის სავალზეა.
კომპლესში წარმოდგენილია 29–292 მ2 -ი ფართის ბინები. აქვეა ღია და დახურული ბასეინი, ფიტნეს–ცენტრი, რესტორანი, საბავშვო სათამაშო ზონა, მიწისქვეშა პარკინგი.
Salibauri Hills-ში 1 კვ.მ.-ის ფასი – 5 136 ₾-დან იწყება.
Horizons Deluxe
საცხოვრებელი კომპლექსი „ჰორიზონტ დელუქსი“ შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე შენდება. შენობა 37 სართულიანია და 800 ბინას მოიცავს. ჭერის სიმაღლე 2,9 მ-ია, ბინების ფართები კი 27–55 მ2 -მდეა. კომპლექსიდან ზღვამდე მანძილი 150 მ-ია.
შენობის უშუალო სიახლოვეს არის სავაჭრო ცენტრი Metro City, ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფო, საჯარო სკოლა და ავტომანქანათა ბაზრობა. რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს ლეხ და მარია კაჩინსკის სანაპირო პარკი. ასევე ახლოსაა აკვაპარკი Europark, კაფეებისა და რესტორნების დიდი არჩევანი.
საცხოვრებელ კომპლექსში წარმოდგენილი ბინების 1 კვ.მ-ის ფასი – 5 007 ₾-დან იწყება.
Alliance Centropolis
საცხოვრებელი კომპლექსი – „ალიანს ცენტრპოლისი“ ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, რუსთაველის გამზირის № 63-ში შენდება. მშენებარე კომპლექსი მდებარეობს პირველ სანაპირო ზოლში, ზღვიდან 50 მეტრში.
სიახლოვეს განლაგებულია საკურორტო ქალაქის მთავარი ღირშესანიშნეობები და გასართობი ზონები. კომპლექსიდან 350 მეტრში განლაგებულია პარკი და არდაგანის ტბა მისი ცნობილი მოცეკვავე შადრევნებით. კომპლექსიდან 5-10 წუთის სავალზე მდებარეობს ბათუმის აკვარიუმი, დელფინარიუმი, ზოოპარკი, ზოობაღი, სავაჭრო-გასართობი ცენტრი Batumi Mall, ჰიპერმარკეტი Carrefour და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტი.
„ალიანს ცენტრპოლისი“-ის კომპლექსში განთავსებულია: რეგიონში პირველი საერთაშორისო საგამოფენო ცენტრი (WTC); საცხოვრებელი კომპლექსი აპარტამენტებით; 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო ბრენდი და კაზინო; სავაჭრო ცენტრი; ბიზნეს ცენტრი.
საცხოვრებელი კომპლექსი შედგება სამი, 50 სართულიანი სახლისგან, რომლებიც დაპროექტებულია ერთიან სტილში. მშენებლობა გაშლილია 18 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე.
აქ წარმოდგენილი ბინების ფართი 28,05–74,05 მ2-ს შეადგენს. 1 კვ.მ.-ის ფასი კი – 4 879 ₾-დან იწყება.
Batumi Villas Harmony
ადლიის ქ. 58 ბ-ში „ბათუმი ვილას ჰარმონი“ შენდება . კომპლექსი მოიცავს საკუთარ ბაღს, პარკინგს თითოეული სახლისთვის. პროექტი მდებარეობს წყნარ კერძო უბანში, სანაპიროსთან და ქალაქის ცენტრთან ახლოს.
2-სართულიანი, 12-ბინიანი შენობა, ზღვიდან 800 მეტრში მდებარეობს. 2-ოთახიანი ბინების ფართი 87 მ2 – ს შეადგენს. ჭერის სიმაღლე კი 3 მ-ია.
1 კვ.მ.-ის ფასი – 4 879 ₾-დან იწყება.