“თიბისი კაპიტალის” კვლევა- თბილისის რომელ უბანში გაიყიდა ყველაზე მეტი ბინა
როგორი იყო დედაქალაქში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა და რომელ უბანში გაიყიდა ყველაზე მეტი საცხოვრებელი ბინა? "თიბისი" კაპიტალი სწორედ ამ კითხვებთან მიმართებაში კვლევას აქვეტნებს.

2023 წლის დეკემბერში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით დიდი დიღომი (19.1% მთლიან გაყიდვებში) კვლავ პირველ ადგილზეა.
კვლევის მიხედვით, გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით, მეორე ადგილს საბურთალო (18.3%) იკავებს.
ამასთან, ახალი ბინების გაყიდვების წლიური ზრდა ისანში, სამგორში, საბურთალოსა და დიდ დიღომში ფიქსირდება, ხოლო მნიშვნელოვანი კლება გლდანშია.
ძველი ბინების შემთხვევაში, გაყიდვებში წლიური ზრდა მხოლოდ ნაძალადევში, დიდუბესა და დიდ დიღომში შეიმჩნევა. იმავე პერიოდში, საშუალო გასაყიდი ფასი კვ.მ-ზე ვაკესა და მთაწმინდაზე $2,000-ის ფარგლებში მერყეობს.
ძველი ბინების შემთხვევაში, ყველა უბანში წლიური ზრდა დაფიქსირდა. ყველაზე მაღალი ზრდით კი მთაწმინდა (+26%), სამგორი (+20%) და კრწანისი (+19%) გამოირჩეოდა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მიმოხილვა დეკემბრის თვეში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით გავრცელდა.