“ტენეს” კრიპტოვალუტა ბოთლის სანაცვლოდ-ინოვაციური პროექტი თბილისის ქუჩებში მალე გამოჩნდება
მსგავსი ინოვაციური პროექტი ევროპის არაერთ ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს.
მოსალოცი ამბავი: ქართული ტექნოლოგიური კომპანია Edison Tech Solutions-ის ტექნოლოგიით დამზადებული პირველი ქართული “უკუვენდინგ” აპარატის “ჰარდი” ანუ კონსტრუქციული ნაწილი უკვე დასრულებულია, მალე დასრულდება პროგრამული ნაწილიც და ჩვენი მოქალაქეები ბოთლის სანაცვლოდ შეძლებენ მიიღონ ტენეს კრიპტო ვალუტა – “პლასტმასის ქოინი”, რომლის გადაცვლაც “იუ ეს ბი” სადენში შეეძლებათ, სამომავლოდ კი ნაღდ ფულში!
აპარატი მოქალაქეს ასევე ტელეფონის დამუხტვის საშუალებასაც მისცემს, ამისთვის კი 1 ბოთლის ჩაგდება იქნება საჭირო”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც kalaki.ge-სთვისაა ცნობილი, თბილისის ქუჩებში “უკუვენდინგ” აპარატი “ჰარდი” მალე გამოჩნდება.
აღსანიშნავია, რომ “ტენეს” ქარხანა საყოფაცხოვრებო მყარ ნარჩენებს იბარებს.