ე.წ. თემქის ხევის პარკის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება-რა ეტაპზეა და როდის დასრულდება ახალი ყველაზე მასშტაბური პარკი დედაქალაქში

ახალი პარკი, რომლის სამშენებლო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს 25 ჰექტარზე გაშენდება. მსგავსი მსშტაბის სარეკრეაციო სივრცე, როგორც დედაქალაქის მერმა ჟჟურნალისტებს განუცხადა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მოწყობილა.

ე.წ. თემქის ხევის პარკის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება-რა ეტაპზეა და როდის დასრულდება ახალი ყველაზე მასშტაბური პარკი დედაქალაქში
ე.წ. თემქის ხევის პარკის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება-რა ეტაპზეა და როდის დასრულდება ახალი ყველაზე მასშტაბური პარკი დედაქალაქში
ე.წ. თემქის ხევის პარკის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება-რა ეტაპზეა და როდის დასრულდება ახალი ყველაზე მასშტაბური პარკი დედაქალაქში
ე.წ. თემქის ხევის პარკის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება-რა ეტაპზეა და როდის დასრულდება ახალი ყველაზე მასშტაბური პარკი დედაქალაქში
ე.წ. თემქის ხევის პარკის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება-რა ეტაპზეა და როდის დასრულდება ახალი ყველაზე მასშტაბური პარკი დედაქალაქში

სარეკრიაციო სივრცის მოსაწყობად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 39 280 534 ლარი დაიხარჯება.

“თემქის ხევი იყო ჭაობი. ახსოვთ აქ მცხოვრებ ადამიანებს, რა მძიმე მდგომარეობა იყო, განსაკუთრებით, ზაფხულის ცხელ დღეებში – სუნი და ანტისანიტარია. დღეს ხედავთ, რა მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ამხელა პარკი დედაქალაქში არასდროს აშენებულა. დაახლოებით 25 ჰექტარზე არის საუბარი. პროექტის ფარგლებში ყველანაირი სივრცე მოეწყობა – სპორტული, დასვენების, გართობის ზონები, ძალიან მაგარი სკეიტ პარკი კეთდება, საკალათბურთო და საფეხბურთო მოედნები, მოსასვენებელი ფანჩატურები. ასევე გათვალისწინებულია ორი საფეხმავლო ხიდის აშენება, რომელიც მიკრორაიონებს ერთმანეთთან დააკავშირებს. გაზაფხულზე გამწვანების კიდევ უფრო მასშტაბური სამუშაოები დაიწყება და ვფიქრობთ, ზაფხულისთვის პროექტი მთლიანად იქნება დასრულებული“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

შეგახსენებთ, რომ თემქაზე დედაქალში ყველაზე მასშტაბური პარკის მშენებლობა პროექტის გათვალისწინებით მომავალი წლის ზაფხულზე დასრულდება.