როდის განხორციელდება თელავის აეროპორტიდან ფრენები და რომელ აეროპორტებს დაუკავშირდება
კახეთში, თელავში ახალი აეროპორტის ასაშენებლად საპროექტო დოკუმენტაციაა მზადაა. პროექტის თანაცმად ახალი აეროპორტი ფრენების მიღებას 2025 წლის გაზაფხულიდან შეძლებს.
ახალი პროექტის შესახებ, მედიასთან აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ ისაუბრა.
“უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ სამშენებლო ტენდერს. ვგეგმავთ, რომ 2025 წლის მაისისთვის უკვე უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ პირველი ფრენები მივიღოთ და თელავის აეროპორტი დავაკავშიროთ ყველა ჩვენს კერძო მფლობელობაში არსებულ აეროპორტს – ქუთაისს, ბათუმს, მესტიას, ამბროლაურსა, ასევე თბილისსაც საჭიროების შემთხვევაში იმის მიუხედავად, რომ ძალიან ახლოს არის თელავთან. თელავის აეროპორტი იქნება კიდევ ერთი აეროპორტი, რომელიც პირველ რიგში, გაზრდის მობილობას ქვეყნის შიგნით და საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, რომ საერთაშორისო მიმართულებაზეც ვიფიქროთ. ეს დამოკიდებული იქნება, რა თქმა უნდა, მოთხოვნაზე“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.