„თბილსერვის ჯგუფს“ ახალი სპეცტექნიკა აქვს – რისთვის გამოიყენებენ დედაქალაქში ევროპული სტანდარტების სპეცტექნიკას
"თბილსერვისის" ახალი პეციალური დანადგარები გამოიყენება სხვადასხვა მუნიციპალური სერვისისთვის - დასუფთავებისთვის, ნარჩენების შეგროვებისა და პოლიგონზე განთავსებისთვის, სანიაღვრე ქსელებისა და გარე განათების გამართულობისთვის.
ახალი სპესტექტნიკის პრეზენტაცია, დღეს რესპუბლიკის მოედანზე დედაქალაქის მერიის ორგანიზებით გაიმართა.
„მინდა გავიხსენო 2017 წელი, როდესაც საარჩევნო კამპანიას ვატარებდით. ის შედგებოდა 7 ძირითადი მიმართულებისგან – ერთ-ერთი მთავარი იყო გარემოს დაცვა, ეკოლოგიაზე ზრუნვა. ამ მიმართულებით სერიოზული პრობლემები არსებობდა. გვახსოვს წლები, როდესაც რეკრეაციული სივრცეების, სპორტული მოედნების
გასხვისება ხდებოდა და გარკვეული სახის მშენებლობა ხორციელდებოდა. მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაგვიჭირა, პოლიტიკა და მიდგომები შეიცვალა. დღეს, ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ
ზრუნვა გარემოზე, ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეკრეაციულ სივრცეებს. მოგვიწია ბევრი გასხვისებული არეალის გამოსყიდვა და იქ მშენებლობის ნაცვლად, პარკები და სკვერები გაკეთდა. ასევე, დავიბრუნეთ გასხვისებული სტადიონები, რომლებიც დღეს
ჩვენს პატარებს ემსახურება, რათა ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის მერმა ხაზი გაუსვა ეკოლოგიის გაუმჯობესებასა და მყარი ნარჩენების მართვაში სპეცტექნიკის მნიშვნელობას.