ფოტოფაქტი: ყოფილი “თბილქალაქპროექტის” შენობის რეკონსტრუქცია დაიწყო, ფასადის ცნობილი თაღები იშლება
მშენებლებმა , მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე "თბილქალაქპროექტის" შენობის რეკონსტრუქცია დაიწყეს. სამი ათწლეულის მანძილზე მაღლივი კორპუსის შენობაში, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილები ცხოვრობდნენ, მათი განსახლებით ახალ მფლობელს საშუალება მიეცა ძირითადი სამუშაოები დაეწყო.
საპროექტო ორგანიზაცია „თბილქალაქროექტი“ სამწლიანი მშენებლობის შემდეგ 1985 წელს მაღალსართულიან შენობაში გადავიდა. შენობა იმდროინდელი წამყვანი არქიტექტორების, დავით მორბედაძისა და გივი მელაძის პროექტით აშენდა. პროექტი მოდერნისტულ სტილში შეიქმნა, ფასადზე ფუნქციური მზის თაღებით. რომლის სრული დემონტაჟი და მოდერნიზაცია უკვე დაწყებულია.
ამ დროისთვის თაღების დემონტაჟი ზემოდან ქვევით მიმდინარეობს .
გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის დამკვეთი შპს „აბაკია“ და ახალი შენობა მრავალსართულიან სასტუმროდ გადაკეთდება.
80-იან წლებში, არსებული გეგმის მიხედვით მარჯანიშვილზე ყველაზე მაღალ შენობას, ქუჩის იერ-სახე მთლიანად უნდა შეეცვალა. მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გეგმა ჩაიშალა.
შენობის მაკეტი რეკონსტრუქციის შემდეგ კი ასე გამოიყურება: