თბილისური საცობების სერია-არის თუარა არასწორი გეგმარება დედაქალაქში საცობების მიზეზი
როგორც ჩანს მოსახლეობა ქალაქიდან გასვლას არ ჩქარობს, მიუხედავად იმისა, რომ თბილისი სასწავლო პროცესის დასრულება ყოველთვის აისახებოდა. ამ ყველაფერს მეორე მიზეზიც აქვს. წელს აქტიური ტურისტული სეზონია, რამაც დედაქალაქში მანქანების მატებაც გამოიწვია.
სოციალური ქსელის ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში “ქალაქის პრობლემებში” ერთ-ერთი მომხმარებელი რამდენიმე წუთის წინ თბილისში, საცობიდან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და იმ მიზეზებზე საოუბრობს რამას მოძრაობის სეფერხება შეიძლება გამოიწვიოს.
“საცობების გამომწვევი მიზეზი არასწორი დაგეგმარება რომ არის ფაქტია და წყალი არ გაუვა, მაგრამ მოდით ვაღიაროთ, რომ პასუხისმგებლობა ენიჭებათ მძღოლებსაც.
ამ შემთხვევაში, როცა ხედავ წინ საცობია არ უნდა გადმოხვიდე და ბასლაინში ჩადგე. გვერდიდან გადმოსვლას რომ შევეშვათ, ფოტოზეც ჩანს ბასლაინის ზოლში წინ რამდენი მანქანა დგას, ამის გამო ავტობუსი აგვიანებს გაჩერებებზე მისვლას და ქმნის კიდევ უფრო დიდ საცობს მის უკან. როდესაც როგორც იქნა გაიწმინდა გზა ავტობუსი ამოძრავდა შემდეგ უკვე გვერდითა ზოლებიდან დაიწყეს გადმოსვლა და ბასლაინში მოძრაობა.
ქალაქში უზარმაზარი პრობლემაა საცობთან და სატრანსპორტო სისტემასთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე მოდით კიდევ უფრო ნუ გავაუარესებთ მდგომარეობას. მესმის, რომ გეჩქარებათ, მაგრამ წინ მაინც ვერ მიდიხართ და საჭირო არაა ისიც დააყოვნოთ, ვისაც მოძრაობის გაგრძელება შეუძლია.”- წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერმა აღნიშნულ პრობლემაზე განცხადება გააკეთა. კალაძის თქმით, თბილისში ვიწრო ქუჩებია და პრობლემა ვერ აღმოიფხვრება ამიტომ, ის მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას ურჩევს.