თბილისური ეზოს ნოსტალგია
როგორ ცხოვრობდნენ ძველად "თბილისურ ეზოებში"?
ასე დაიწყო ჩემი და ერთ-ერთი თბილისური ეზოს, ძველი მაცხოვრებლის დიალოგი:
– ეს ის ეზო აღარაა…
– ეს იტალიური ეზო იყო?
– არა ეს იტალიური არა, ეს იყო სუფთა ქართული ეზო. მათ იტალიური მერე დაერქვათ, კომუნისტების დროს. რამდენიმე ოჯახის შესახლების გამო, ეზო ახმაურდა და ხმაურის გამო დაერქვათ ასე. თუმცა, ეს სუფთა ქართული ეზოა.
ბუნებრივიცაა – ძველი თბილისური ეზო, ის ეზო აღარასოდეს იქნება!
21-ე საუკუნეს ტექნოლოგიების ეპოქას თავისი მოთხოვნა აქვს: ცხოვრების რიტმი აჩქარდა, ადამიანები სხვადასხვა, უფრო დიდი გამოწვევების წინაშე დადგნენ. თუმცა, ბევრი მათგანი განსაკუთრებით ასაკში მყოფი ადამიანები, ვინც იცის ძველებური ეზოს ხიბლი, მის მიმართ ნოსტალგიას განიცდიან.
ყოველი მათგანი ძველი ეზოს ამბებს ღიმილითა და სინანულით სავსე სახით იხსენებს. მიუხედავად იმისა, რომ მათი სახლები თანდათან ფუჭდება და ინგრევა, იწყება ახალი განაშენიანება, ბევრი მათგანი თავის საცხოვრებელს არ ტოვებს და ზუსტად ამით, ჯერ კიდევ შემორჩა ძველი თბილისური ეზო.
ეზოს სურათი კი ასეთია:
არკით შესასვლელი ეზო გარშემორტყმულია რამდენიმე სართულიანი ოღრო-ჩოღროდ შეჭრილი შენობით. რკინის ან ხის საფეხურს რამდენიმე სართულზე აყავხარ, სადაც ულამაზესი მოაჯირით ნაქარგი აივნებია. თითო სართულზე რამდენიმე ბინაა საერთო სამზარეულოთი და საჭირო ოთახით, თუმცა ბევრმა ბინადარმა იერსახე შეუცვალა. აივანზე თითქმის ყველა ნივთი საინტერესოა და სიძველის განცდას ტოვებს. არათანამედროვე გარემოა, მაგრამ ძალიან საინტერესო, რომელიც შენს ქალაქს ძალიან უხდება. ძველი ნივთები, რომლის მსგავსიც არასოდეს აღარ შეიქმნება: წიგნები თაროებზე, ძველი სანათი, სასანთლე, ნარდი, დომინო, საანგარიშო, ძველებური ავეჯი, თითქმის უკვე ანტიკვარი ჭაღი, საათი, რუქა, გლობუსი და უამრავი სხვა რამ.
ეს საგნები გიქმნის შთაბეჭდილებას, რომ აქაურ მკვიდრთ კარგად იცნობ. სწორედ ეს ნივთები გიხასიათებენ მათ. დაბზარული კედლებით გარშემორტყმულ აივანზე შემინულ კარებებს ხვდები, რომლებზეც ჭრელ-ჭრელი ფარდები კიდია.
ამ სახლების მკვიდრნი სხვადასხვა ეროვნების და სოციალური ფენის ადამიანები ერთ დიდ ოჯახად ცხოვრობდნენ: ქართველები, სომ¬ხე¬ბი, ასი¬რი¬ე¬ლე¬ბი, ბერ¬ძნე¬ბი, ქურ¬თე¬ბი, რუ¬სე¬ბი, თათ¬რე¬ბი, ებრაელები, აზერბაიჯანელები… მეთევზე, მეეზოვე, მწერალი, მექისე, ბარგის გადამზიდი… ენა ჭირდებოდათ, თუ რამეში დახმარება შორს წასვლა არ უწევდათ, ისინი ნათესავებივით, ერთმანეთის ჭირისა და ლხინის მოზიარენი იყვნენ.
ქალების ფუსფუსი: აივნებზე მატყლის პენტვა, ლოგინის შეკერვა, სადილის მომზადება, სარეცხის რეცხვა, რომელიც იქვე ეზოში ან აივანზე იფინებოდა, აივანზე გასამზეურებლად გამოფენილი ლოგინი, მაგიდის გაწყობა, სამსახურიდან დაბრუნებული კაცების თათბირი სხვადასხვა პოლიტიკურ და სოციალურ თემებზე, შემდეგ კი საერთო სადილი, რომელსაც თითქმის ყველა ეზოს მკვიდრი ესწრებოდა. გამ-ვლელ-გა¬მომ¬ლელ¬საც მი¬ი¬პა¬ტი¬ჟებ¬დნენ და ჭიქა სას¬მელს შეს¬თა¬ვა¬ზებ-დნენ. გამ¬ვლე¬ლი კი უმე¬ტეს შემ¬თხვე¬ვა¬ში, პუ¬რის მჭა¬მე¬ლებს ადღეგ¬რძე-ლებ¬და.
სადილის შემდეგ აივანზე ან ეზოში მაგიდას შემოუსხდებოდნენ და იწყებოდა დომინოს ჭახა-ჭუხი, რომლის ხმაც მთელ უბანში ისმოდა. ამ ხმას უერთდებოდა ბავშვების ჟივილ-ხივილი, რომლებმაც სხვადასვა ენები ერთმანეთთან ურთიერთობაში ისწავლეს. ბევრი მათგანი რამდენიმე ენაზეც ლაპარაკობდა. იქ, სადაც უფროსები იდგნენ და საუბრობდნენ, უმცროსები მათი ნებართვის გარეშე ვერ მივიდოდნენ, მითუმეტეს, უფროსების საუბარში ვერ ჩაერეოდნენ. უზრდელობად მიიჩნეოდა მოსაუბრეთა შუაში გავლაც…
ასევე, თბილისური ეზოსთვის ერთ დროს დამახასიათებელი ყოფილა ჭა და თონე. პურის შემოტანა სხვა უბნიდან კი სირცხვილი ყოფილა.
გარეუბნებშიც ყველას იცნობდნენ და საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდათ. დასახმარებლად მისულ სხვა ეზოს მაცხოვრებელს, უარით არასოდეს გაისტუმრებდნენ. დახმარების მთხოვნელს მთელი ეზო დარაზმული, ვისაც როგორ შეეძლო ისე ეხმარებოდა.
დღესაც თვალში გვხვდება ჩვეულებრივი, ქალაქური ყოფის ამსახველი, მრავალფეროვანი სცენები. ეს ეზო უხმობს ყველას ვისაც აქაური ქუდი ეხურა, ვინც იცის აქაური სიხარულისა და ტკივილის განცდა. აქ დაბადებულმა და გაზრდილმა ადამიანებმა ადრეული ასაკიდანვე შეიგრძნეს და შეითვისეს ამ ეზოების ფასი და პეწი, სწორედ ამიტომ არ გადის აქედან ხალხი. ამ ეზომ აქაურებს მეგობრობის განსაკუთრებული გრძნობა ჩამოუყალიბა და ადამიანების მიმართ, დამოკიდებულებაც სხვანაირად ასწავლა.
ამ ეზოების მკვიდრნი სინანულით იხსენებენ, როგორ იხდიდნენ ეზოებში ქორწილებსა და ქელეხებს. ერთიანები, ერთმანეთის მხარში დგომით, როგორ იმარტივებდნენ ჭირისა და ლხინის გადატანას.
„აქ 35 ოჯახი ცხოვრობდა, ახლა ცოტანი ვართ. ყველა ერთად აივანს დავალაგებდით, ყველა ნივთს საგულდაგულოდ დავაპრიალებდით და მერე იწყებოდა თავდავიწყება, ჟრიამული და დროსტარება, დოლისა და აკორდეონის, დუდუკებისა და ხან მაგიდაზე დაკრულის ფონზე. საქმე პიანინოს ეზოში გამოტანამდეც მისულა. სინათლე ჩამქრალა და ლამპის სინათლეზეც გაგვიგრძელებია. სუფრა? სუფრა იშლებოდა საუკეთესო ყველას გამოჰქონდა, რაც საჭმელი ქონდა სახლში. მსგავს სუფრასთან ალბათ ვეღარც დავჯდები ამ ყველაფერს ისეთი გემო ჰქონდა. ვცდილობთ შევინარჩუნოთ ტრადიცია, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვანაირადაა. აღარც ბავშვები თამაშობენ ისევ ისე შვიდ კოჭს, ორდროშობანას, წრეში ბურთს, ალბათ ინტერნეტში არიან. ბევრი გადავიდა ან საზღვარგარეთ წავიდა. ახლებიც არიან. ეს ეზო სულ სხვა იყო. ეს ის ეზო აღარ არის“. – ასე იხსენებს სირანა ბებო სოლოლაკის ერთ-ერთ ეზოში გატარებულ წლებს.
„დღეს ეზო სულ სხვაა. ჯერ მარტო ისეთი ხედები გვქონდა აივნიდან… აბა სადღაა შვილო? შემოსასვლელი, სადარბაზო ყველაფერი სხვანაირია. მეზობლები იცვლებიან, ქირავდება ბინები, მოდიან და მიდიან მდგმურები, არც გესალმებიან. ადრე სალმის გარეშე სირცხვილი იყო შვილო. აქ კი მისალმებას არ თვლიან საჭიროდ. თავიანთთვის არიან. ბევრმა მიიღო ბინა და გადავიდა აქედან. ყოფილა შემთხვევა, რომ ამ პატარა სახლებში, წლების მანძილზე, რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა, მაგრამ ამ ოჯახებიდან გამოსული თუნდაც შელაპარაკების ხმა არავის გაუგონია“. – ეს კი 78 წლის ნაზია, რომელსაც ძველი ეზოს მხოლოდ ნოსტალგიაღა შემორჩა.
„საშუალო სკოლასთან ერთად, თბილისური სკოლა აქ გავიარე – ყველაზე ძლიერი სკოლა, რომელსაც წლები ვსწავლობდი და ჩამომაყალიბა თბილისელად. აქ ყველა წესიერი და პატიოსანი ადამიანი ცხოვრობდა. საინტერესო საუბრების მომსწრე ვიყავი ბავშვობიდან. აქ მაცხოვრებლებისგან ბევრი საინტერესო რამ მომისმენია და მისწავლია. პირველი მათთვის ფასეული, ადამიანობა იყო. ბავშვები უფროსების მონაყოლს გულდასმით ვუსმენდით. აქ კარები არასოდეს იკეტებოდა, შევრბოდით და გავრბოდით ერთმანეთთან. არ მახსოვს ეზოში ჩხუბი. თუ ხმამაღლა რამეს იტყოდნენ იქვე განეიტრალდებოდა სიტუაცია. სირცხვილი იყო, აქ ხომ ყველა და-ძმასავით ცხოვრობდა. ნათესავებზე ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. ერთმანეთი მართლა ძალიან გვიყვარდა“. – ასე იხსენებს ბავშვობის წლებს 65 წლის რეზო.
ძველი თბილისის ეზოები თავისი უნიკალურობით ამ დრომდე აოცებს არა მარტო ტურისტებს, არამედ ადგილობრივებსაც. ეზოების უმეტესობა, რომელიც თბილისში გვხვდება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქალაქის განუმეორებელ არქიტექტურულ იერსახეს.
სამწუხაროდ, დღეს ის რაც სულ ცოტა ხნის წინ თბილისის სახე და განუყოფელი ნაწილი იყო, დანგრეულია ან დანგრევის პირასაა.
თბილისური ეზოების ისტორია ცოცხლდება – „სფერო ჰოლდინგი“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს. – ეს „თბილისური ეზოა“, რომლის ფარგლებშიც დანგრეული საცხოვრებელი ფართები ძველი იერსახის მსგავსად აღდგება.
მოქალაქეები, რომლებსაც საცხოვრებელი სახლები დაენგრათ, ძველ უბნებს დაუბრუნდებიან და საკუთარ უძრავ ქონებას იგივე ფართით დაიბრუნებენ.