თბილისური არქიტექტურა თუ თავახდილი კუბოები-თბილისელები დედაქალაქში მიმდინარე მშენებლობებს აპროტესტებენ

მშენებლობის პროცესში შეცვლილი პროექტით, რომელსაც ადგილობრივი მაცხოვრებელი "თავახდილ კუბოს" უწოდებს , kalaki.ge დაინტერესდა. რა ხდება ბოხუას ქუჩაზე?

თბილისური არქიტექტურა თუ თავახდილი კუბოები-თბილისელები დედაქალაქში მიმდინარე მშენებლობებს აპროტესტებენ
თბილისური არქიტექტურა თუ თავახდილი კუბოები-თბილისელები დედაქალაქში მიმდინარე მშენებლობებს აპროტესტებენ
თბილისური არქიტექტურა თუ თავახდილი კუბოები-თბილისელები დედაქალაქში მიმდინარე მშენებლობებს აპროტესტებენ
თბილისური არქიტექტურა თუ თავახდილი კუბოები-თბილისელები დედაქალაქში მიმდინარე მშენებლობებს აპროტესტებენ

ახალი მშენებლობის, ვიდეო კადრები, წინა კორპუსიდანაა გადაღებული და შესაბამისად, ზედა ხედით მთლიანი ტერიტორია ჩანს. საუბარი აღარაა ეკოლოგიაზე, ჰაერის დაბინძურებაზე და სხვა დარღვევებზე. აქ მთავარი თავად პროექტია, რომელიც მთლიანად კეტავს წინა კორპუსებს.

“Რამდენში ხართ გარიგებული? აქ ვინც უკვე ეხლა ვცხოვრობთ, მომავალში თავახდილ კუბოში უნდა გვაცხოვროთ?”- ასე ასათაურებს ვიდეოს, ადგილობრივი მაცხოვრებელი, შორენა ბერძენიშვილი და თბილისის მერიას რეაგირებისკენ მოუწოდებს.

აღნიშნული მშენებლობა თბილისში, დიღომში ბოხუას ქუჩის #10-შია გადაღებული.

kalaki.ge ვიდეო მასალის, ავტორს შორენა ბერძენიშვილს ესაუბრა, რომლის ინფორმაციითაც ახალი მშენებლობა ე.წ. “ცენტრ-პოინტის” სქემით ხორციელდება. უფრო კონკრეტულად, შენობის ასაშენებლად ნებართვა თავდაპირველად 12 სართულზე გაიცა, ხოლო პროცესში კიდევ 7 სართული დაემატა და ახლა, 19 სართულიანი შენობა შენდება. მისივე ინფორმაციით, მშენებლობის თავდაპირველი პროექტი რადიკალურად არის შეცვლილი.

მოსახლეობა აღნიშნულ ქმედებას აპროტესტებს და შესაბამის ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.