შესაძლოა თბილისში უძრავი ქონება გაიაფდეს, ხოლო აჭარაში არსებული ფასები შენარჩუნდება

"ზაფხულის სეზონზე შესაძლოა თბილისში ბინების ფასი გაიაფდეს. რაც შეეხება აჭარის რეგიონს, უძრავი ქონების ფასების ცვლილება მოსალოდნელი არ არის." - ასე ფიქრობენ "Colliers Georgia"-ში.

შესაძლოა თბილისში უძრავი ქონება გაიაფდეს, ხოლო აჭარაში არსებული ფასები შენარჩუნდება

კვლევებისა და მონაცემთა სერვისების ხელმძღვანელმა ლეო ჩიქავას განმარტებით უძრავი ქონების გაიაფება თბილისში გაზრდილი მიწოდება და შემცირებული მოთხოვნაა.

რაც შეეხება აჭარას, ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ბათუმში ბინების გაიაფება ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის.

„მთელ წელზე რომ ვისაუბროთ, პირველ 5 თვეში ტრანზაქციებში 1%-იანი ზრდა გვაქვს. ტენდენციას რომ შევხედოთ მაის-მარტში კლება იყო, იანვარ-თებერვალშიც ან მცირე ზრდა იყო. აპრილში იყო დიდი 27%-იანი ზრდა, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ 2023 წლის აპრილში ძალიან ცოტა ტრანზაქცია იყო.

ფასებს რაც შეეხება 5-იდან 10%-მდეა ზრდა, თუმცა აქ მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ 2023 წელს 2022-თან შედარებით ორნიშნა ზრდა იყო, ანუ ზრდის ტემპია შენელებული და ველოდებით, რომ წლის ბოლოსკენ და შემდეგი წლის დასაწყისში, მცირე შემცირება იქნება. ზუსტი თქმა გამიჭირდება, თუმცა მცირე კლება იქნება, მნიშვნელოვანი – ნაკლებად.

რაც შეეხება ბათუმს, აქაც სტაბილიზაციისკენ მიდის, ფასების ზრდას არ ველოდებით, თუმცა რამდენად შემცირდება, მაგის თქმა გვიჭირს. ბათუმში 5 თვეში ტრანზაქციების ნაწილში 17%-იანი კლება გვაქვს. აპრილი იყო საუკეთესო თვე, როცა 7%-ით გაიზარდა, თუმცა სხვა თვეებში დიდი კლება იყო“, – განაცხადა ლეო ჩიქავამ.