თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონება გაძვირდა-რა კვლევას აქვეყნებს საქსტატი

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების 2023 წლის IV კვარტალის მონაცემებით, წინა კვარტალთან შედარებით, ქვეყანაში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 2.9%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 12.8% შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 39.8%-ით არის გაზრდილი.

თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონება გაძვირდა-რა კვლევას აქვეყნებს საქსტატი

მონაცემები მხოლოდ დედაქალაქში არსებულ უძრავ ქონებას ეხება-ასეთ განმარტებას აკეთებენ საქსტატში, უფრო კონკრეტულად საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის დაფარვა ქ. თბილისით შემოიფარგლება და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს. ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია უძრავი ქონების ფასების პროცენტული ცვლილება წინა კვარტალთან, წინა წლის შესაბამის კვარტალთან და 2020 წლის საშუალოსთან შედარებით.

წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების (2.5%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (4.3%). 2022 წლის IV კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა ორივე სეგმენტში დაფიქსირდა – ბინების შემთხვევაში ფასები 14.2%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 8.6%-ით გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, მეოთხე კვარტალში ახალაშენებული საცხოვრებლები სეგმენტში 1მ²-ის მედიანური ღირებულება ყველაზე მაღალი მთაწმინდაზე იყო.