თბილისში უძრავ ქონებაზე წინა წელთან შედარებით გაზრდილი ფასები-რა კვლევას აქვეყნებს Colliers Georgia
წელს ახალაშენებული ბინები თბილისის გარეუბნებში 17%-ით, ცენტრში კი 14%-ით გაძვირდა. Colliers Georgia-ს 2023 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში, თბილისში უძრავი ქონების მიმოხილვას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, დედაქალაქში წინა წელთან შედარებით ფასები გაზრდილია.
უფრო კონკრეტულად, რომ ვთქვათ დედაქალაქის გარეუბნებში 17%-ით ხოლო თბილისის ცენტრალურ ნაწილში 13% და 14%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
„2023 წლის ნოემბერში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 10%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის ნოემბერთან შედარებით მაჩვენებელი 27%-ით შემცირდა.
2023 წლის ნოემბერში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 10%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის ნოემბერთან შედარებით მაჩვენებელი 27%-ით შემცირდა“, – ნათქვამია მიმოხილვაში.
აღსანიშნავია, რომ დედაქალაქში გაყიდვები წინა წელთან შედარებით შემცირებულია, ასევე ნაკლებია მყიდველთა მხრიდან მოთხოვნა უძრავ ქონებაზე.