2024 წლის მაისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

ორი წლის წინ თბილისში უძრავ ქონებაზე ფასები მოულოდნელად შეიცვალა, განსაკუთრებით დედაქალაქსა და მის შემოგარენში ყიდვა-გაყიდვა და ქირა, თითქმის გაორმაგდა, მაშინ დარგის სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ ხელოვნურად გაზრდილი ფასები, კვლავ თავის ნიშნულს დაუბრუნდებოდა. დღეის მონაცემებით, ვერ ვიტყვით, რომ დარგის ექსპერტების ვარაუდები საბოლოოდ გამართლდა, თუმცა ფასების კლებასა და ტრანზაქციების შემცირებაზე არა ერთი კვლევითი ორგანიზაცია აქვეყნებს მონაცემებს.

2024 წლის მაისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

Recov.ge-ს ინფორმაციით, 2024 წლის მაისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,225 ერთეული შეადგინა და წინა წლის მაისთან შედარებით 10%-იანი კლება დაფიქსირდა.

ამავე მონაცემის თანახმად, ბაზრის ზომა ერთი წლის განმავლობაში 6 პროცენტით შემცირდა. კერძოდ, 2023 წლის მაისში აღნიშნული სიდიდე 222 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო 2024 წლის მაისში 208 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის თანახმად, კლების ტენდენცია შეინიშნება წინა თვის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებითაც. კერძოდ, 2024 წლის აპრილი-მაისში ბაზრის ზომა 223 მილიონი აშშ დოლარიდან, 208 მილიონამდე შემცირდა, ხოლო ტრანზაქციების რაოდენობამ 3390-დან 3325-მდე დაიკლო.