1000 – დან 30000 – ლარამდე ჯარიმა – თბილისში ტრაქტორებით მოძრაობა დასჯადი ხდება
სოლიდური ჯარიმები, თბილისში ტრაქტორით მოძრაობისთვის - ახალი რეგულაციის თანახმად, თუკი ამ დრომდე რეგულაციები დიდგაბარიტიან ავტოტრანსპორტზე ვრცელდებოდა ამიერიდან კანონი ტრაქტორებს მძღოლებისთვისაც იმოქმედებს.
კერძოდ, თბილისის გარკვეულ ტერიტორიებზე 08:00-11:00 და 17:00-20:00 საათების პერიოდში მოძრაობის შემთხვევაში ტრაქტორის მძღოლები დაჯარიმდებიან 1-ელ შემთხვევაში 1 000, ხოლო განმეორებით და სხვა შემთხვევებზე 3 ათასი ლარით.
რაც შეეხება ქუჩებს, სადაც ტრაქტორების მოძრაობა იკრძალება, ესენია: ქეთევან დედოფლის გამზირი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდისა და იუსტიციის სახლის ტერიტორია; წერეთლის გამზირი, ვაკე-საბურთალოს ცენტრალური ქუჩები და ა.შ.