ავტომობილებით დაცლილმა დედაქალაქმა ამოისუნთქა – თბილისში, აღდგომის დღეებში სუფთა ჰაერი ფიქსირდებოდა
ავტომობილებით დაცლილი დედაქალაქი და თითქმის ცარიელი ქუჩები, ასეთი იყო აღდგომის დღესასწაულზე დედაქალაქი. ბუნებრივია ნაკლებმა გამონაბოლქვმა, გავლენა იქონია და ქალაქის მასშტაბით თითქმის ყველა უბანში ბოლო სამი დღე სუფთა ჰაერი ზედიზედ ფიქსირდებოდა.
მონაცემებს ყოველდღიურად აქვეყნებს გვერდი, “ჩემი ქალაქი მკლავს“. სწორედ მათ მონაცემებზე დაყრდნობით, დედაქალაქის იმ ლოკაციებზე სადაც სუფთა ჰაერის განმსაზღვრელი სპეციალური აპარატები დგას ერთდროულად ფიქსირდებოდა კარგი ჰაერი. ეს კი იშვიათი შემთხვევაა რადგან, როგორც წესი, დედაქალაქში სუფთა ჰაერი ძირითადად არა მთელ ქალაქში არამედ რამდენიმე უბანში ფიქსირდება.