თბილისში, ვერის ბაღში, 6 სართულიანი სასტუმროს მშენებლობა სრულდება-საპროექტო ტერიტორიის ფართი 1642.0 მ2-ია
თბილისში, კოსტავას 43 ნომერში, 6 სართულიანი სასტუმრო შენდება, შენობა ვერის ბაღში მდებარეობს, როგორც ცნობილია სასტუმროს დასრულება წელს იგეგმება.
საპროექტო ტერიტორიის ფართი 1642.0 მ2-ია ხოლო საერთო ფართი – 6993.0 მ2.
განმარტებით ბარათში ვკითხულობთ: „პროექტის მიზანია სასტუმროს შენობის დაგეგმარება მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, თანამედროვე გეგმარების პრინციპების და შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების გამოყენებით.
ნაკვეთის ფართობია 1642 კვ.მეტრი, ტერიტორია გარშემორტყმულია რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებით, სადაც სამხრეთით მდებარე სახელმწიფო მიწის ნაკვეთი აღებულია საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრის-შ.პ.ს „სანი“-ს მიერ დიდხნიანი იჯარით.
პროექტი წარმოადგენს მიწის დონის ზემოთ 6 და მიწის დონის ქვემოთ 1 სართულიან სასტუმროს შენობას. მიწისქვეშა სართულზე მოეწყობა ინვენტარის და თეთრეულის საწყობები, საკონფერენციო ოთახები, დაცვის ოთახი და სახანძრო ტუმბოების და წყლის რეზერვუარის ოთახი. მიწისპირა სართულზე გათვალისწინებულია სასტუმროს ფოიეს განთავსება, +6.97 ნიშნულიდან +20.57 ნიშნულის ჩათვლით სასტუმრო ნომრები, ხოლო +24.31 ნიშნულზე არაექსპლოტირებადი გამწვანებული სახურავი. შენობიდან გამოსვლა ხდება ±0.00 ნიშნულზე, რის შემდგომ გასვლა შესაძლებელია ორ საზოგადოებრივ სივრცეში, კერძოდ: კოსტავას ქუჩაზე და ვერის ბაღში (საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრის – შ.პ.ს „სანი“-ს მიერ დიდხნიანი იჯარით აღებული მიწის ნაკვეთის გავლით)“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.