რატომ არის თბილისში შადრევნების ნაწილი გათიშული?
ზაფხულის დასრულებამდე ერთი თვე რჩება, თუმცა დედაქალაქში შადრევნების ნაწილი ჯერ ისევ არ ფუნქციონირებს. kalaki.ge თემით დაინტერესდა.
სოციალურ ქსელში საზოგადოების მხრიდან ხშირია კითხვები, სხვადასხვა უბანში რატომ არის გამორთული, ვინაიდან მაღალი ტემპერატურები ნარჩუნდება და ხშირ შემთხვევაში, მათთვის ვინც დედაქალაქიდან პატარების გაყვანას ვერ ახერხებს ეს ერთადერთი სახალისო გასართობია.
როგორც დედაქალაქის მერიაში ირკვევა, თბილისში, გათიშული შადრევნების მიზეზი რეაბილიტაციაა, რომელთა დასრულების შემდეგაც სრულად ამოქმედდება.