თბილისში II კვარტალში საცხოვრებელი ქონება გაძვირდა-რა ინფორმაციას ავრცელებს საქსტატი

საქსტატმა საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის II კვარტალის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომელიც მხოლოდ თბილისით შემოიფარგლება და მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს მოიცავს.

თბილისში II კვარტალში საცხოვრებელი ქონება გაძვირდა-რა ინფორმაციას ავრცელებს საქსტატი

დოკუმენტის მიხედვით, 2023 წლის II კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 3%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13.1% შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 28.8%-ით არის გაზრდილი.

2023 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების საცხოვრებელი ბინების სეგმენტში 3.4%-ით, კერძო სახლების სეგმენტში კი 1.6%-ით გაიზარდა.

2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა ორივე სეგმენტში დაფიქსირდა, აქედან ბინებზე 10.6%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 16.2%-ით მოიმატა.

თბილისის უბნების მიხედვით ბინების და კერძო სახლების შემთხვევაში ყველაზე მაღალი მედიანური ფასი მთაწმინდაზეა.

შეგახსენებთ, რომ დარგის ექსპერტების განცხადებით, დედაქში უძრავ ქონებაზე მომატებული ფასების კლება არ მოხდება, მეტიც შესაძლოა ფასებმა კიდევ უფრო მოიმატოს.