რამდენად მოთხოვნადია თბილისში საოჯახო სასტუმროები
საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი3 2023 წლის ივნისში, 2023 წლის მაისთან შედარებით, 6.3%- ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 7.8%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 0.9%-ით შემცირდა.
ინფორმაციას PMSG ავრცელებს. 2023 წლის ივნისში, 2022 წლის ივნისთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 4.7%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 3.6%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 0.8%-ით შემცირდა.